1 4 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროფკავშირები: AVTANDIL-მა კონსულტანტი ჩაცმულობისთვის გაუშვა - დასაქმებული სამსახურში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სამსახურში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ "ნუღარ დაბრუნდებოდა"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მაღაზია AVTANDIL-მა კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა. კომპანიაში უარყოფენ, რომ ის უშუალოდ ჩაცმულობის გამო გაუშვეს, თუმცა ადასტურებენ, რომ სასამართლოში ეს ფრაზა თქვეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიას სასამართლოში უჩივლეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მათივე ცნობით, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

"შპს ავთანდილ ცქვიტინიძეში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა. როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმაყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს მისი სამუშაოზე დაბრუნება", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათი ინფორმაციით, დასაქმებული სამსახურში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სამსახურში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ "ნუღარ დაბრუნდებოდა".

"დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ "მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი" და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ "აღნიშნული ქცევა მიუღებელი" იყო, მით უმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, კონსულტანტი გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. ის ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კონსულტანტი ამტკიცებს, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი პუბლიკასთანკონსულტანტის ჩაცმულობის გამო გათავისუფლებას "აბსურდს" უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ეს ფრაზა სასამართლოზე ნამდვილად თქვეს.

"სექტემბრის ბოლოს ის გააფრთხილეს, რომ ორი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა სამსახური და პირველი დეკემბრიდან თავისუფლდებოდა. ამის შემდეგ ორი თვე არ იარა სამსახურში. გათავისუფლების მიზეზი იყო მისი უდისციპლინობა, ბევრი გაცდენა, იყო კონფლიქტური თანამშრომლებთან მიმართებაში და თვითონ მაღაზიის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს სათაოს პრეროგატივა არ არის.

ასევე, რაღაცნაირად ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და დილის ცვლა როცა იყო, მოდიოდა და ეძინა სამსახურში, რის გამოც სხვებს უწევდათ მის მაგივრად შრომა ყოველთვის. მაღაზიის მენეჯერმა მიიღო გადაწყვეტილება და შეგვითანხმა ჩვენ", - პუბლიკას ცნობით, ამბობს მგალობლიშვილი.

რაც შეეხება სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას, იგი ასე განმარტავს:

"კი, [ჩაცმულობაზე] ითქვა ეგ ფრაზა, რომ მისი სიშიშვლე არ შეესაბამებოდა ჩვენს კომპანიას, მაგრამ ჩაცმულობა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. ჩვენი კონსულტანტები აბსოლუტურად თავისუფლები არიან ჩაცმულობაში", - თქვა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    14 წლის აითაჯის მკვლელობისთვის მოძალადე “ქმარს” უვ...

    14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ “ქმარს” თელავის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...

  • 14:35

    ბოლნისში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი...

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორაციი არის მსხვერპლი. როგორც ირკვევა დაიღუპა მფრინავი. მათივე ინფორმაციით, ჩამოვარდნილია სამხედრო ვერტმფრენი. ...

  • 14:35

    ბოლნისში ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი...

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, ვერტმფრენი ჩამოვარდა. "ინფო რუსთავის" ინფორაციი არის მსხვერპლი. როგორც ირკვევა დაიღუპა მფრინავი. მათივე ინფორმაციით, ჩამოვარდნილია სამხედრო ვერტმფრენი. ...

  • 13:53

    წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – როგორ...

    1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდ...

  • 13:39

    ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! მადლობელი ვარ ი...

    აქ და ამ გუნდის ნაწილი რომ ვიყავი, უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის უკვე დღესასწაული იყო. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სუ...

  • 14:55

    მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა შესაძლოა საავტ...

    "შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთ...

  • 12:13

    კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ...

    კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს უკვე მეორე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ადგილზე მონიტორინგი მიმდინარეობდა და მაშველებმა სამძებრო სამუ...