2 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ტრაილერი ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა - რაჭაში მომხდარი შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში მომხდარი შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან. 

დაღუპულები ტრაილერში მყოფი პირები არიან.

მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები