1 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისისი მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება და ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი 28 სექტემბერს  დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.

ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის  მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის - AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები