1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

TKESHI - „მაზდა ცენტრი თეგეტა“აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო

TKESHI – ამ სახელწოდების აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი კოჯრის ტყეში ჩატარდა და ათობით ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლა. ფესტივალის წლევანდელი თემა იაპონური კულტურა იყო და მისი მხარდამჭერი იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა, „მაზდა ცენტრითეგეტა“.  ფესტივალის მიზანი,  ერთი      მხრივ, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მისი ბუნებრივ გარემოსთან მორგებაა. 

 

„მაზდა ცენტრი თეგეტა“  უკვე მეორე წელია, TKESHI-ს სპონსორია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი           არტისტების მხარდაჭერა, ასევე იაპონური კულტური პოპულარიზება საქართველოში.  სწორედ ამიტომ „მაზდა ცენტრი თეგეტამ“  ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის ბონსაის - მინიატიურული ხეების იაპონური ხელოვნების ვორქშოპი მოაწყო. მასტერკლასს ბონსაის ცნობილი სპეციალისტი საქართველოში, ნიკოლოზ მესხი უძღვებოდა.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „TKESHI არ არის უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებათა სერია, რომელიც ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ხელოვნებაში. 

 

ჩვენ გასულ წელსაც ვიყავით ფესტივალის სპონსორები, თუმცა წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთეთ, რადგან წლევანდელი თემატიკა იაპონური კულტურაა და ეს ფესტივალიც იაპონელი არტისტების წარმოდგენით გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების წახალისება აუცილებელია, ამას გარდა, მოგვწონს ქართული და იაპონური კულტურის შერწყმის იდეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა, მოვუსმინოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, ვნახოთ ორიგინალური ნამუშევრები და დავესწროთ საგანმანათლებლო მასტერკლასებს “.

 

მასტერკლასის გარდა, „მაზდა“ ფესტივალზე საკუთარი კუთხითაც იყო წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ცნობილი ლოგოს მოძრავი ვერსია დამონტაჟდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვინტაჟური ავტომობილი, Mazda Miata MX 5 დაეთვალიერებინათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი TKESHI 15-იდან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

 

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“  ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები