0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისის შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სესხი EBRD-ის Women in Business (WiB) პროგრამის ნაწილია და გამიზნულია ქალი მეწარმეების დაფინანსებისა და ინკლუზიური ფინანსირების ხელშეწყობისთვის. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი. ხელმოწერა ლონდონში, EBRD-ის ოფისში შედგა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების ჩართულობას ეკონომიკაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით. პროექტს ევროკავშირი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის (EFSD+) საგარანტიო პროგრამის ფარგლებშიც უჭერს მხარს, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად.

„ვამაყობთ, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას EBRD-თან. ამ დროის განმავლობაში, EBRD-ის მხარდაჭერით, თიბისიმ გენდერულ დაფინანსებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში. სესხი საშუალებას მისცემს თიბისის, გააძლიეროს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე, და ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნას. თიბისი WiB პროგრამას ჯერ კიდევ 2017 წელს წარმატებით შეუერთდა, რაც ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს, ევროკავშირსა და შვედეთს თიბისისთვის ამ საჭირო დაფინანსების გამოყოფისთვის.“ - გიორგი მეგრელიშვილი, თიბისის ფინანსური დირექტორი.

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შენება EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას სწორედ მეწარმე ქალები წარმოადგენენ. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტ ქალ ლიდერს, რომლებიც თავიანთ ბიზნეს იდეებს განახორციელებენ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თიბისის, ევროკავშირსა და შვედეთს  პარტნიორობისთვის.’’ - ფრანსის მალიჟი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორი.

„ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური დახმარების სინერგია, EFSD+ გარანტიებისა და  Women in Business პროგრამის მეშვეობით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოში ქალი მეწარმეების მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების გაძლიერებაში. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოში.“ - ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 287 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...