1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება - VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

 

VMware User Group (VMUG) Georgia-ს ინიციატივით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა. თიბისის მხარდაჭერით, შემოდგომის სერიაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე დამსწრეებს თიბისის ტექნოლოგიური გამოცდილება და შესაძლებლობები ზურაბ ტალიკაძემ გაუზიარა.

 

“ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. თიბისი დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზრდით’’- ზურაბ ტალიკაძე, თიბისი ჯგუფის IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი.

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...