1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ქეშბექების აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

 

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ქეშბექების აქციას იწყებს, რომლის პარტნიორებიც არიან: სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი  „ნოვა“,    საყიდლების ციფრული პლატფორმა Veli.store,  გარე რეკლამის კომპანია Pixel Outdoor და სარეკლამო კომპანია Allprint.

 

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  თიბისი ბიზნეს ნაკრების გამომწერს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებით და ყოველი გადახდისას მომენტალურად დაიბრუნო თანხა შემდეგ სერვისებზე:

 

·         ნოვა: სამშენებლო და სარემონტო მასალები - 20%, მაქსიმუმ 200 ლარი

·         Pixel Outdoor: გარე რეკლამის განთავსება ბათუმში - 30%

·         Allprint: სარეკლამო კომპანია - 20%, მაქსიმუმ 200 ლარი

·         Veli.store: ონლაინ მაღაზია - 30%, მაქსიმუმ 200 ლარი

 

ქეშბექების აქცია ბიზნეს ნაკრების მფლობელებისათვის უკვე შედგა  Veli.store-ისთან, რომელთან წარმატებულმა პარტნიორობამ აჩვენა,  რომ მსგავსი ტიპის აქციების მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

შეგახსენებთ, რომ აქციებით სარგებლობისათვის, საჭიროა, თქვენ გახდეთ საბანკო პროდუქტების ნაკრების მფლობელი. გამოწერის სერვისი ბიზნეს საბანკო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც სამი განსხვავებული ნაკრებისგან შედგება. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასურველი ნაკრები,  გადაიხადოს ყოველთვიური ან ყოველწლიური ფიქსირებული ტარიფი  და მიიღოს ნაკრებში შემავალი ყველა პროდუქტი და სერვისი ერთობლივად, დამატებითი დანახარჯების გარეშე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები