1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება.

 

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“, რომელიც Junior Tech-ის ფარგლებში 7 ბავშვის საგანმანათლებლო კურსს სრულად დააფინანსებს.

 

ნინა კაჭარავა, „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „როგორც იცით, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზრუნვა და ზოგადად, ჩვენი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა. განსაკუთრებით პრიორიტეტული კი მათი მხარდაჭერაა, ვისთვისაც, გარე ფაქტორების გამო, ცოდნა და განათლება ძნელად მისაწვდომია. რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარებისთანამშრომლობა არ დამთავრდება ერთჯერადი დაფინანსებით - იმ მოზარდებს,რომლებიც საგანმანათლებლო კურსსგაივლიან, მომავალში ჩვენთან სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ“.

პროექტის სამიზნე აუდიტორიაა სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ასევე განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.

 

ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ბათუმსა და თბილისში სპეციალური სასწავლო მოდულებით გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარონ და ისეთ მიმართულებებს დაეუფლონ, როგორებიცაა:

  . ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი

  . კიბერჰიგიენა და ინტერნეტუსაფრთხოება

  . ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები

  . გრაფიკული დიზაინი

  . სოციალური მედიის მარკეტინგი

  . ტექნოლოგიური ინგლისური

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი:„გვიხარია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროექტი Junior Tech შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, შეიძინონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დასაქმება და უკეთესი მომავლის შექმნა“.

 

Junior Tech-ის პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების გადამზადებას ფინანსურად უზრუნველყოფენ.

 

ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „პროექტი Junior Tech-ი BTU-სა და Unicef საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც,სხვადასხვა გარემოებების გამო, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, უსახლკარო ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები“.

 

თავის მხრივ, პროექტში ჩართულები არიან, „თეგეტაქარსში“ შემავალი მსუბუქი ავტომობილებისბრენდები „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, „ტოიოტა ბათუმი“, „ვოლვო ქარ საქართველო“, „ავტო გალერი“,NIU, „პორშე ცენტრი თბილისი“ , „მაზდა ცენტრი თეგეტა“

და „Europcar Georgia”.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი თაობის განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, „თეგეტა ქარსი“ სამომავლოდაც გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები