1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს!

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack უკვე მესამე წელია ამ დღეს აღნიშნავს ყველაზე მაღალი ქეშბექის აქციით  "ქეშბექობანა", რომელშიც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მეგობარი ობიექტები იღებენ მონაწილეობას. ტრადიციულად, ამ კამპანიის ხელშემწყობი და CashBack- ის ერთგული პარტნიორია VISA.  განსაკუთრებული პირობებით სარგებლობას, სწორედ ლიბერთის VISA ბარათების მფლობელები შეძლებენ.

CashBack ყოველთვის ცდილობს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა, აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტები მშობლებს უამრავი სახის საბავშვო პროდუქციას შესთავაზებს.

‘ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack მუდმივად ამართლებს მომხმარებლის მოლოდინებს და ყველაზე მაღალი ქეშბექით სარგებლობის საშუალებას აძლევს ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს.
პირველი ივნისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია. გვიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ხელი შევუწყოთ მშობლებს ოჯახის პატარა წევრების გახარებაში. ჩვენთვის პატივია, რომ უკვე მესამე წელია ‘ქეშბექობანას’ პარტნიორია Visa. წელს, განსაკუთრებით მრავალფეროვანია შეთავაზებების არჩევანი მეგობარი ობიექტების კუთხითაც, რომლებიც სიამოვნებით შემოუერთდნენ ‘ქეშბექობანას’ -
ლიბერთის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ მეგრელიშვილი.

აქციაში მონაწილე მეგობარი ობიექტებია:


26 მაისიდან - 1 ივნისამდე - Slushy • სლაში -50%  CashBack | ლიმიტი-200 (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი წმ.ნინოს ქუჩაზე მდებარე ობიექტი)

26 მაისიდან - 1 ივნისამდე - Slushy • სლაში - 50% CashBack | ლიმიტი-200 (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი)

27 და 28 მაისი - MICHELLE KIDS GEORGIA • მიშელი - 40% CashBack | ლიმიტი-200

27-დან 30 მაისამდე - LORELLI – 40% CashBack | ლიმიტი-200

27-დან 30 მაისამდე - BABY STEP – 40% CashBack (ელექტრონული მაღაზია) | ლიმიტი-200

28 მაისიდან - 1 ივნისამდე - EDUtoys  • ედუთოის - 50% CashBack (ელექტრონული მაღაზია) | ლიმიტი-200

28 მაისიდან - 1 ივნისამდე - ბენირე • Benire – 50% CashBack (ელექტრონული მაღაზია) ლიმიტი-200

29 და 30 მაისი - Espacho • ესპაჩო - 40% CashBack (როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ შენაძენზე) ლიმიტი-200

30 მაისიდან - 1 ივნისამდე - Bowie • ბოუვი - 40% CashBack (ელექტრონული მაღაზია) ლიმიტი-200

30 მაისი - კურა-კურა - 50% CashBack | ლიმიტი-200

31 მაისი - მინისო • Miniso – 40% CashBack (მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში) | ლიმიტი-200

1 ივნისი - BIBLUSI • ბიბლუსი - 40% CashBack (მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში)  | ლიმიტი-200

1 ივნისი - Pepela toy store • პეპელას სათამაშოები - 40% CashBack (მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში) | ლიმიტი-200

1 ივნისი - Xs Toys – 40% CashBack (მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში) | ლიმიტი-200

 1 ივნისი -  Biblusi.ge  ("ბიბლუსის", "XS Toys" და "პეპელას" პროდუქციის ციფრული მაღაზია) – 40% Cashback (მხოლოდ ონლაინ) | ლიმიტი - 200

1 ივნისი - კოპწია - 50% CashBack | ლიმიტი-200

1 ივნისი - კარაველა • Karavela – 40% CashBack | ლიმიტი-200


ქეშბექის აქციით სარგებლობისთვის საჭიროა www.cashback.ge -ზე ან მობილურ აპლიკაციაში შეთავაზებების გააქტიურება და ქეშბექობანას აქციის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

სოციალური ბარათებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში

ლიბერთის იმ მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ ბანკის ანგარიში, შეუძლიათ ციფრული VISA ბარათის აღება ლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაციაში (iOS: https://apple.co/39VbnXu  Android: https://bit.ly/3GhDxIs) და მისი გამოყენება Apple Pay-ით ან Google Wallet-ით გადახდისას.

მომხმარებლებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ ლიბერთის ანგარიშით, მისი გახსნა და VISA ბარათის აღება მარტივად შეუძლიათ ლიბერთის ფილიალებში, სულ რამდენიმე წუთში. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი: https://libertybank.ge/ka/booking

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები