რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 6 პირი დამნაშავედ ცნეს:
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრი, საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერ ქურდის“ დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, "ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერ სამ პირთან ერთად, ორგანიზებას უწევდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებისგან ე.წ. "ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ამავდროულად, „ქურდული სამყაროს“ ერთ-ერთ წევრი ახორციელებდა ზემოთხსენებული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ასევე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.
აღნიშნული ქმედებისთვის, "ქურდული სამყაროს“ სამი წევრიდან, ორ მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით „ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთს კი 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და 194-ე მუხლის მეორე ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ.
ასევე, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის, სამ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223³-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ.
სასამართლომ, ერთი პირი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე და 236-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული ორი პირიდან ერთს სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო მეორე მათგანის ქმედება დაკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები