მსოფლიო
"თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას.." - ციხეში მყოფი დავით კირკიტაძე ნიკა მელიას დაბადების დღეს ულოცავს
2018-12-21 22:44:56
"თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას.." - ამ ემოციური სიტყვებით ციხეშ მყოფი დავით კირკიტაძე დაბადების დღს ნიკა მელიას ულოცავს.
"ნიკა, ჩემო ძაო, გილოცავ დაბადების დღეს. მეამაყება შენი თნამებრძოლი რომ ვარ..
თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას..კირკიტა"
![](/videos/more_img-1545418552107084.jpg)
"ყველამ ძალიან გამახარეთ, მაგრამ ციხიდან კირკიტას მოლოცვამ განსაკუთრებულად გამახარა!"- წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს.
კომენტარები