საზოგადოება
ხვალიდან 10 დღის განმავლობაში გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება შეიზღუდება
2024-08-13 17:43:47
გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, სატრანსპორტო მოძრაობა ხვალიდან ათი დღით შეიზღუდება.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება". - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები