0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“დავრწმუნდი, რომ დიდ, დადგმულ აბდა-უბდასთან გვაქვს საქმე და არა ციანიდით ვინმეს მოწამვლის მცდელობასთან”

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

"მე მაპატიეთ,მაგრამ მას მერე,რაც უზენაესმა უარი თქვა,განიხილოს დეკანოზის საქმე,უკვე თითქმის დავრწმუნდი ,რომ დიდ ,დადგმულ აბდა-უბდასთან გვაქვს საქმე და არა ციანიდით ვინმეს მოწამვლის მცდელობასთან. 
ამ საქმეს რომ მოიგებენ სტრასბურგში,ეხლავე ვხედავ,მაგრამ მერე აქ როგორ აგვიხსნიან ამ აბდა-უბდას? ამდენი ხანია ,ამ საქმეს ვაშუქებთ და ის ფაქტი,რომ გამოძიებას დღემდე არ უთქვამს,ვისგან და როდის შეიძინა ციანიდი დეკანოზმა მამალაძემ, ჩემთვის უკვე იყო დასკვნების გაკეთების საფუძველი მაგრამ ეხლა ეჭვის ზღვარსაც გავცდი,რაც ამ საქმის განხილვაზე ,უზენაესმა თქვა უარი .

 მარგველაშვილს შეუძლია შეიწყალოს ეს კაცი და გარეთ თუ გამოვა,მერე უფრო გავიგებთ ,რა ისტორია შეკერა გამოძიებამ და რისთვის , მარგველაშვილს შეუძლია ეხლა წერტილის დასმა . ხო,მე თემა შემეცვალა და რა თქმა უნდა,სეზონის ბოლო "რეაქციას" ამ თემას დავუთმობ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები