0 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მართალია, პრაქტიკული ადამიანი ხართ, მაგრამ ზოგჯერ ოცნებაც სასარგებლოა. საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. 

კურო
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. თუ უსიამოვნება არ გსურთ, უფროს საკუთარ მოსაზრებებს ნუ გაუმხელთ. 

ტყუპი
მიზანმიმართულად იმოქმედეთ და მცირე შეფერხებებს ნუ შეუშინდებით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. 

კირჩხიბი
დღეს ავანნტიურა და თავგადასავალი გაგიტაცებთ. იყავით მეტად დაკვირვებული და არ დაუშვათ შეცდომები. შვილები დამჯერები და ზრდილობიანები გახდებიან. 

ლომი
გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისა და ადამიანებისგანაც. ურთიერთობისას იყავით დიპლომატიური. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს, გაიხსენეთ მხიარული დრო. 

ქალწული
უამრავ ინფორმაციას მიიღებთ. ზოგიერთს შეიძლება თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდეს. თუმცა საკუთარ თავს, დროს და ცხოვრებას სხვებს ნუ შესწირავთ. 

სასწორი
სასიამოვნო სიახლეების დღეა. დილიდან მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი
ნუ განმარტოვდებით, ნუ გაჩერდებთ სახლში. შეხვდით მეგობრებს, მოინახულეთ თქვენთვის საინტერესო ადგილები. 

მშვილდოსანი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. იმოქმედეთ გეგმისებურად. ზოგიერთს ფულადი ჯილდო ან ხელფასის მომატება ელის. 

თხის რქა
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დახმარებისთვის მეგობრების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. პირად ურთიერთობაში იდილია დაისადგურებს. 

მერწყული
დღეს მეტი დრო და ყურადღება მიაქციეთ სამსახურის საქმეებს, პირად ცხოვრებას - ნაკლები. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. 

თევზები
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში, სახლში კი იდილია დასადგურებს. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეეხმიანეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები