0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი აქ"- სოფო ნიჟარაძის კომენტარი დაკითხვამდე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მომღერალი სოფო ნიჟარაძე იკითხება. 
სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად გამოცხადდა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები არის ფაბრიკაცია. 

"მე ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მეჩვენება დაკითხვაზე ჩემი დაბარება. თუმცა, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშირებით, მე მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი აქ და მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხები. ძალიან საინტერესოა თუ რა კითხვები იქნება დასმული, რა შეიძლება იყოს ეს არ ვიცი, დეტალებს გამოსვლის შემდეგ გაგაცნობთ", - განაცხადა ნიჟარაძემ. 

ვიდეო: http://rustavi2.com/ka/news/30669

კომენტარები

მსგავსი სიახლეები