0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"აბააააა, მზად ხართ? "- სიურპრიზი თბილისის ზოოპარკისგან!

თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება ვრცელდება :"აბააააა, მზად ხართ? ვის აქვს ჩვენი გველების მოფერების, ჩახუტების და მათთან ერთად ფოტოების გადაღების სურვილი? მოემზადეთ უჩვეულო თავგადასავლისთვის! სიურპრიზი თბილისის ზოოპარკისგან! ახალი პროექტი „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“ თბილისის ზოოპარკი გაძლევთ სასიამოვნო შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „სტუმრად ცხოველთა სამყაროში“, რომელიც ითვალისწინებს დამთვალიერებლების უშუალო კონტაქტს სპეციალურად შერჩეულ ცხოველებთან, მათ შორის კატისებრი ლემურები, ფალაბელები (ჯუჯა ცხენები) და დაბლობის ტაპირი. ვიზიტის ფარგლებში საშუალება გექნებათ ვოლიერებში ეწვიოთ ზოოპარკის ბინადრებს, თქვენი ხელით გამოკვებოთ და დავარცხნოთ ცხოველები, მოეფეროთ მათ და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები. მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს ეგზოტარიუმში ვიზიტს და გველების მოფერებას გთავაზობთ. „სტუმრად გველებთან“ გევლებთან ვიზიტისას მეგზურობას ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ექსკურსიამძღოლი და მომვლელი გაგიწევენ. ვიზიტის დროს პირადად გაიცნობთ სხვადასხვა სახეობის უშხამო, უწყინარ გველებს, ხელში დაიჭერთ და მოეფერებით „მასპინძლებს“ და გადაიღებთ ფოტოებს მათთან ერთად. თარიღი: 1 ნოემბერი, კვირა, 14:00 საათი. მონაწილეობა: მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია. გველებს მხოლოდ 8 ადამიანი ესტუმრება, ასე რომ, იჩქარეთ! ხანგრძლივობა: ჯგუფის წევრები გველებს მონაცვლეობით მოეფერებიან (4-4 ადამიანი). გველებთან სტუმრობის ხანგრძლივობა მაქს. 20 წუთია. ღირებულება: გველებთან სტუმრობის ღირებულებაა 20 ლარი (ერთი ადამიანი). რეგისტრაცია: მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია - სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელფოსტით, ისე ტელეფონით, 11:00-დან 17:00 საათამდე."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები