0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და ურთიერთობა. უმჯობესია ეს დღე იმ ახლობელი ადამიანების გვერდით გაატაროთ, ვინც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მივიწყებული და გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. 

კურო
დილიდან გაიხალისეთ საკუთარი თავი და ეცადეთ მთელი დღე ენერგიული იყოთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 

ტყუპი
კონტაქტური და აქტიური ხართ. კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და აღსადგენად. ახალ ამბებს პირველი თქვენ გაიგებთ, რაც თქვენ მიმართ ინტერესს გაზრდის და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. 

კირჩხიბი
დღეს სიახლეები მოგინდებათ, - იმიჯის შეცვლა, ინტერიერის განახლება. ორიგინალური იდეებით საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას და სწრაფად აუწყეთ ფეხი სიახლეებს. მეტად მზრუნველი უნდა იყოთ გარშემო მყოფების მიმართ. 

ლომი
ახალი ნაცნობების დახმარებით საქმეების მოგვარებას შეძლებთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. იყავით მიზანმიმართული და სასურველის მიღწევა არ გაგიჭირდებათ. 

ქალწული
დღეს ვერავინ მოგატყუებთ; მარტივად ამოიცნობთ გარშემო მყოფთა ზრახვებს. სამსახურში რთულ დავალებებსაც მარტივად გაუმკლავდებით, რაც კოლეგების თვალში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. 

სასწორი
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ნუ ააჩქარებთ, დააკვირდით მოვლენებს. საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდით და შეიძლება მანაც სიყვარულით გიპასუხოთ. 

მორიელი 
დღეს საკუთარ დავალებებას მარტივად გაუმკლავდებით და გარშემო მყოფების პრობლემებსაც მოაგვარებთ. დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია. საღამოს თქვენი ნახვა ყველას გაუხარდება, ესტუმრეთ ახლობლებს. 

მშვილდოსანი
დღეს ახალი ნაცნობობა, მეგობრებთან შეხვედრა და აქტიური მიმოწერა გელით. გარშემო მყოფები თქვენს აზრს პატივს სცემენ და გაითვალისწინებენ. საღამოს ახლობლების წრეში გულახდილ საუბრებს მოისმენთ. 

თხის რქა
დაეხმარეთ ახლობლებს, როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. ზოგიერთები რჩევისთვის მოგმართავენ. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს; მიმდინარეები დაასრულეთ. საღამოს მშობლები მოინახულეთ. 

მერწყული
დღევანდელი დღე თქვენი სურვილისამებრ დაგეგმეთ. შეგიძლიათ შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ, ან საქმეებისგან დაისვენოთ. ზოგიერთები დიდი ხნის ოცნებას აისრულებენ. 

თევზები
დღე საინტერესო საქმიანობას დაუთმეთ. კარგი დღეა ჰობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები