0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI: გამოკითხულთა 43% მიიჩნევს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 9 % მიიჩნევს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა და სოფელში გაუმჯობესდა.

47% - ის აზრით, 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით, ვითარება იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 43% კი  აცხადებს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა თუ სოფელში, გაუარესდა. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.

აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები