0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ენერგო-პრო ჯორჯია საგანგებო რეჟიმში მუშაობს"

"ენერგო-პრო ჯორჯია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად მოახდინონ სტიქიით გათიშული აბონენტებისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. გუშინ ღამით, აჭარაში ძლიერმა წვიმამ დატბორა 110 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგური „ქობულეთი“, რამაც განაპირობა ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა 14 000-მდე აბონენტისთვის ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია, რომ დროულად განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმოფხვრას უამინდობით მიყენებული ზიანი.

რაც შეეხება გურიის რეგიონს, გადაუღებელი ძლიერი წვიმის გამო, ლანჩხუთში ადიდებულმა მდინარე შუთიმ წაიღო 4 საყრდენი ბოძი, რამაც გამოიწვია 1500-მდე აბონენტის გათიშვა; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ოზურგეთსაც, სადაც ამ დროისთვის გათიშულია 1500-მდე აბონენტი.

ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა მოახდინონ ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დაზიანების ლოკალიზება და აღადგინონ დაზიანებული ქსელი. სამუშაოები ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ენერგო-პრო ჯორჯიას ყველა გათიშულ აბონენტს აჭარასა და გურიაში." ნათქვამია განცხადებაში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები