1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ:25 წლის ბიჭმა ტაქსის მძღოლი მოკლა

საზარელი მკვლელობა თბილისის მახლობლად. 52 წლის ტაქსის მძღოლი დანით მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

თავდასხმა ბესო დოლიძეზე სოფელ მამკოდასთან მოხდა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე შეძლეს.

თავდამსხმელმა მძღოლს 7-ჯერ დაარტყა დანა.

ადგილობრივებისთვის მკვლეობის მოტივი უცნობია. მამკოდაში ვარაუდობენ, რომ დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, გვიან ღამით სოფელში ხმაური ისმოდა.

მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად გარდაცვლილის შვილი ყაჩაღობას ასახელებს. მისი ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთ კომპანიაში ტაქსისის მძღოლად მუშაობდა. ერთ-ერთი ვერსიით კი გუშინ საღამოს ის ახალგაზრდა მამაკაცმა გლადნში გააჩერა და მამკოდის მიმართულებით წაყვანა სთხოვა.

მკვლელობაში ეჭვიტანილი, 1990 წელს დაბადებული პირი, სამართალდამცავებმა გუშინვე დააკავეს. ფაქტზე გამოძეიბა 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები