1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს უმჯობესია დაუთმოთ, ვიდრე გაჯიუტდეთ. კარგი დღეა ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად, სწავლისთვის. 

კურო 
მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. განსაკუთრებით, 2 წლამდე ბავშვებს თუ მათ დატოვებას ძიძასთან ან საბავშვო ბაღში აპირებთ. 

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ ოპერაციები. კარგი დღეა შიმშილისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის; აგრეთვე განმარტოებისა და ლოცვისთვის. 

კირჩხიბი
ფული ეკონომიურად ხარჯეთ; განსაკუთრებით - გართობაზე. საყიდლებიც შეამცირეთ. დღეს შეიძლება ისეთი ნივთები შეიძინოთ, რომლებიც მომავალში საერთოდ არ გამოიყენოთ. 

ლომი 
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. მივლინების დასაგეგმავად და მოგზაურობისთვის ბილეთების შესაძენად. 

ქალწული
ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, ან ახალ საქმიანობაში ჩართვას შემოგთავაზებენ. დაკვირვებულად იმოქმედეთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. 

სასწორი 
დღეს ან ფულად ჯილდოს მიიღებთ, ან დაგაწინაურებენ. კარგი დღეა დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად. 

მორიელი
წარმატებული დღე ელით სარეკლამო სფეროში მომუშავეებს. საღამოს შინ მეგობრები მიიპატიჟეთ. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული. 

მშვილდოსანი 
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. აღადგინეთ ძველი კავშირები და გააუმჯობესეთ არსებული. 

თხის რქა
დღეს ისე ადვილად გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თავადაც გაკვირვებული დარჩებით. ეცადეთ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ახალგაცნობილებზე. 

მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საყვარელ ადამიანთან. 

თევზები
საქმებით დატვირთული დღის ბოლოს შეეხმიანეთ მეგობრებს, შეიარეთ კულტურულ ღონისძიებებზე და გაიჩინეთ ახალი მეგობრები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები