1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაზაფხულის კვირტების ძალა უამრავი დაავადების სამკურნალოდ

1. იასამნის კვირტები შეიცავენ უამრავ ბიოფლავონიდებს და აქედან გამომდინარე ის შესანიშნავი დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებაა. მიიჩნევა, რომ თუ უბრალოდ დაღეჭავთ რამდენიმე კვირტს, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მონელება.

2. არყის ხის კვირტები წარმოადგენს ცნობილ ფიტოთერაპიულ საშუალებას. ისინი კუჭის, სახსრების და ონკოლოგიური ვადებების უამრავი სამკურნალო ნაკრების შემადგენლობაში შედიან.

3. ალუბლის ხის კვირტები კურნავენ ფარისებრ ჯირკვალს. თუ ვინმეს გაქვთ ბაღი, ძალიან სასარგებლოა დროთადრო შეხვიდეთ და შეჭამოთ 1-2 ალუბლის ხის კვირტი.

4. ყველა წიწვოვანი ხის კვირტი სასარგებლოა ბრონქების და ფილტვების დაავადებების დროს. ბავშვებისთვის ფიჭვის პატარა გირჩებისა და კვირტებისგან შეგიძლიათ მარტივად მოხარშოთ მურაბა. უბრალოდ დაასხით სიროფი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთი. ასეთი მურაბა ძალიან ეფექტურია ხველის დროს.

5. განსაკუთრებით ძვირფასია შავი ალვის ხის კვირტები. ასეთი სახელწოდება ალვის ხემ მიიღო ქერქის ფერის გამო, რომელიც მუქი რუხისფერია, თითქმის მოშავო. მათ გააჩნიათ ანთებითსაწინააღმდეგო, სიცხისდამწევი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი და შარდმდენი თვისებები. 

პოპულინი და სალიცილი, რომლებსაც შეიცავენ კვირტები და ხის ქერქი, ეფექტურად და რბილად ხსნიან ტკივილს და სიცხეს, არ იწვევენ გვერდით ეფექტებს და საგრძნობლად აუმჯობესებენ ავადმყოფის მდგომარეობას. 

გარდა ამისა ალვის ხის კვირტების ნაყენს იყენებენ მამაკაცური დაავადებების დროს (პროსტატიტი, პროსტატის ადენომა). კვირტები უნდა დაკრიფოთ აპრილი-მაისში მათ გაშლამდე.

ახალ მთვარეზე 100 გ კვირტებს დაასხით 0,5 ლ არაყი და დადგით დასაყენებლად 14 დღით. მიიღეთ მზა ნაყენი 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში. კურსი - სანამ ნაყენი არ დაგიმთავრდებათ.

კვირტები შეიძლება გამოიყენოთ ახლადდაკრეფილი ან დაამზადოთ მათგან ჩაი. იმისათვის, რომ კვირტებისგან მაქსიმალურად მიიღოთ სასარგებლო ნივთიერებები, საკმარისია ჩაი დააყენოთ 5 წუთის განმავლობაში.

გასეირნების დროს მოწყვიტეთ და შეჭამეთ 1-2 სვადასხვა ხის კვირტი, ყველა მათგანი ახდენს პოზიტიურ გავლენას მთლიან ორგანიზმზე. მთავარია - არ გადააჭარბოთ.reitingi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები