1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2015 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვერძისთვის მარტის ჰოროსკოპი ფრიად წინააღმდეგობრივია. კოსმოსის პოზიტიურ გავლენებს ნეგატივი ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც რჩება იმედი, რომ დადებითი ძალები საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს. პროფესიულ ასპარეზზე საჭიროა ახალ მიმართულებებზე, ახალ ადამიანებზე კონცენტრირდეთ. თქვენი ახალი იდეები საქმიანი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ძველი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც თქვენს ბიზნეს საქმიანობაში გარკვეულ როლს შეასრულებენ. მიდებ-მოდებას და ყოყმანს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, ამ პერიოდში ძალიან აქტიურები უნდა იყოთ. ნუ შეგრცხვებათ ყველგან ამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი და ავტორიტეტი. იმოძრავეთ წინ და დაიცავით თქვენი პოზიციები. ვარსკვლავები ბიზნესმენ ვერძებს ამ თვეში მწვანე შუქს პირდებიან. პარტნიორებთან ახალი პროექტის განხილვისას ეცადეთ თავიდანვე დაადგინოთ მისი მიმართულება და თქვენი სტატუსი, რითიც სამომავლოდ შესაძლო გაუგებრობებს აარიდებთ თავს. ეცადეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ, რომელთა უმეტესობაც მარტის შუაშია მოსალოდნელი. მარტში ვერძის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. შემოსავლები არ დაიგვიანებს, თვის დასაწყისში კი მსხვილი თანხა შეიძლება მიიღოთ – ლატარიაში მოგება, საჩუქარი ან მოულოდნელი პრემია.

ვერძის პირად ცხოვრებაშიც პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. დგება სიამოვნების, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დრო. თქვენი დანახვა ყველას და ყველგან უხარიათ, საწინააღმდეგო სქესი კი თქვენდამი აშკარა ინტერესს გამოხატავს. ამ თვეში შეიძლება შეხვდეთ სწორედ იმ ერთადერთს, რომელთანაც დანარჩენ ცხოვრებას გაატარებთ. ეს ყველაფერი კარგია მარტოხელა ვერძებისთვის, ხოლო ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან სერიოზული გატაცების ალბათობა მაღალია, ამან კი არსებული ურთიერთობები შეიძლება დაანგრიოს. დაოჯახებული და სტაბილურ ურთიერთობებში მყოფი ვერძები კი შვილების წარმატებით ბედნიერები იქნებიან. მოსწავლეები და სტუდენტები კარგი სწავლით, ხოლო უფროსები პროფესიული წარმატებებით გაგახარებენ. ბევრ ოჯახში მატებაა მოსალოდნელი. მარტში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია, თუმცა თქვენს ნიშანში მყოფი ურანი, ვენერა და მარსი დაგიცავენ. ასე რომ, შეინარჩუნეთ სულის სიმხნევე, რაც აუცილებლად გაგაძლიერებთ.

კურო

კუროს ცხოვრებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. პროფესიულ ასპარეზზე მას ნამდვილი გარღვევის განხორციელების შანსი მიეცემა, რაც მოცემული მომენტისთვის პირველხარისხოვანი პრიორიტეტია. მარტის თვის დღის წესრიგში კუროს უძრავ ქონებასთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები ექნება. მარტის ბოლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასმიიღებთ, რომლის წყალობითაც დიდი ხნის განმავლობაში დამუშავების პროცესში მყოფი პროექტი უკვე სრულიად რეალურ სახეს შეიძენს. თუმცა ყველფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სხვადასხვა საკითხების მოგვარების პროცესში შესაძლოა დოკუმენტაციასთან ან კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. მოსალოდნელია უთანხმოებები კოლეგებთან, პარტიორებთან ან ხელმძღვანელობასთან. თუმცა გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემას აქვს მოგვარების გზა, თქვენ კი ჩანაფიქრის ასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს ხართ. საშუალო რგოლში მომუშავე კუროები ამ პერიოდს სახლისა და ოჯახის პრობლემებს დაუთმობენ, რის გამოც ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეიძლება შეექმნათ. ეცადეთ საქმიანობის სხვადასხვა სახეების ერთმანეთთან შეთავსება ისწავლოთ. თუ არადა რამდენიმედღიანი შვებულება მაინც აიღეთ, რათა საშინაო საქმეები მოაგვაროთ, შემდეგ კი მთელი ყურადღებითა და კონცენტრაციით ჩაეფლოთ სამუშაოში. მარტის ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით გამოირჩევა. ამ თვეში მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად ფინანსური შემოსავლების მატება, ასევე პარტნიორებისგან დახმარების მიღება ან სასურველი კრედიტის გაფორმება. კუროებს ახლობლების დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.

მარტის მთავარი მოვლენები მაინც ოჯახსა და სახლში განვითარდება. კუროების ნაწილი სწორედ ამ თვეში მოახერხებს ახალ, უფრო უკეთეს სახლში საცხოვრებლად გადასვლას. სრულიად მოსალოდნელია ახალი ბინის, სახლისა თუ აგარაკის შეძენაც. კუროს შეუძლია საკუთარი უძრავი ქონებაც გაყიდოს – საკმაოდ შემოსავლიანი გარიგება გამოუვა. ამ თვეში ნათესავები, მეგობრები, მეორე ნახევრები ყველა წამოწყებაში გვერდში დაგიდგებიან. ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები ამ პერიოდში ჰარმონიულია, ნათესავებთან კი პრობლემები და კონფლიქტებია მოსალოდნელი. მარტის განმავლობაში კუროს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა ახალი მთვარის დღეებში 20-21 მარტს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად შემცირდება და გაითვალისწინეთ.

ტყუპები

მარტში ყველა კოზირი თქვენს ხელშია. ეცადეთ ჩანაფიქრები სწორედ ახლა აქციოთ რეალობად. დაამყარეთ მომგებიანი კავშირები და მიიღეთ სარგებელი ნებისმიერი სიტუაციიდან – ამ თვეში ეს გეგმა სავსებით რეალურია. მარტში ტყუპების მთავარი პროფესიული თვისება სისწრაფე იქნება. განახორციელეთ ჩანაფიქრები ახლა და არაფერი გადადოთ მეორე დღისთვის. თითქმის ყველა სიტუაციის თქვენთვის სასურველი კუთხით მოტრიალებას მოახერხებთ, თუ ცვლილებების არ შეგეშინდებათ და არც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას მოერიდებით. ცვლილებები მაინც გარდაუვალია, შესაბამისად, ჯობს შანსი გამოიყენოთ და ცხოვრება უკეთესად მოიწყოთ. მარტში მოსალოდნელია სხვა ქვეყნებიდან ან ქალაქებიდან საინტერესო წინადადებების მიღება, რაც სულ მცირე, თქვენს საქმიან კონტაქტებს გააფართოვებს. გელოდებათ მივლინება, ან შესაძლოა თქვენი საქმიანი პარტნიორი თავად გეწვიოთ მომავალი თანამშრომლობის პირობების შესათანხმებლად. საშუალო რგოლში მომუშავე ტყუპებს კი კარიერულ კიბეზე აღმასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. მოსალოდნელია სხვა კომპანიების ხელმძღვანელებისგან საინტერესო წინადადებების მიღება ან პოზიციების განმტკიცება არსებულ სამსახურში.  დროა აირჩიოთ ის საქმიანობა, რომელიც მართლაც მოგწონთ და გიტაცებთ. გახსოვდეთ, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში ბევრჯერ არ მოგეცემათ. ეძებეთ დასაყრდენი თქვენს მეგობრებში, ისინი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაგეხმარებიან. ტყუპების ფინანსური მდგომარეობა მარტში საკმაოდ სტაბილურია, შემოსავლები არათუ რეგულარულად შემოდის, არამედ იმატებს კიდეც. ხარჯები კი მხოლოდ პოზიტიური მიზნებისთვის გჭირდებათ.

მარტში ტყუპების ცხოვრებაში პრიორიტეტი პროფესიული საქმიანობაა და სავარაუდოდ, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ ეყოფათ. თუმცა ახლობლები ნაწყენი არ დარჩებიან, რადგან კარგად ესმით, რომ ტყუპები სწორედ მათთვის იღწვიან. პირიქით, ნათესავების მხრიდან მხარდაჭერის იმედიც გქონდეთ. საინტერესო თვე იქნება მარტოხელა ტყუპებისთვის. მათ ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, რომელთანაც ურთიერთობას ახალი გრძნობით განაახლებს. მარტის თვეში ტყუპები თავს შესანიშნავად გრძნობენ და არც მათი ენერგეტიკული პოტენციალია ცუდ მდგომარეობაში. დაავადებების არ შეგეშინდეთ.

კირჩხიბი

მარტში ვარსკვლავები კირჩხიბებს მათი დაუოკებელი ძალისა და ენერგიის რაციონალურად გამოყენებას ურჩევენ. თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები ამგვარად მოიქცევიან, ყველაფერი კარგად იქნება. კირჩხიბი ამ თვეში სამომავლო პერსპექტივებზე უნდა დაფიქრდეს. ეცადეთ ყველაფერი ისე დაგეგმოთ, რომ დაახლოებით მაინც შეგეძლოთ მომავალი საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების შედეგების პროგნოზირება. თანამედროვე ბიზნესმენი ერთგვარად მოჭადრაკეც არის, რომელსაც რამდენიმე სვლის წინასწარ გამოთვლა უწევს და ასეთ შემთხვევაში სირთულე აღარაფერია. გახსოვდეთ, ამ პერიოდში წარმატება და იღბალი თქვენს მხარესაა. მარტში დადებული ყველა გარიგება შემოსავლიანი და პერსპექტიული იქნება. გელოდებათ წარმატებული მივლინებები და სასარგებლო საქმიანი კონტაქტების შეძენა. მენეჯერმა კირჩხიბებმა თავის თანამშრომლებს განკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. გახსოვდეთ, რომ ყველა მათგანს მოვალეობებთან კომპეტენტურად გამკლავება არ შეუძლია. გუნდის განახლების დროა, ამიტომაც დაიწყეთ დაგროვილი რეზიუმეების შესწავლა, მათ შორის შესაძლოა ძალიან ნიჭიერი და სასარგებლო მომავალი თანამშრომლების მონაცემები იყოს. დაქირავებულ კირჩხიბებს კი საკმაოდ მძიმე ტვირთის მხრებზე აკიდება მოუხდებათ, შესაბამისად დაწინაურების ან მატერიალური წახალისების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. მოგეცემათ სამსახურის შეცვლის შანსიც. კირჩხიბების მატერიალური მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიიღებთ დივიდენდებს, დამატებით მოგებას ან ხელფასი მოგემატებათ. თვის დასაწყისში უნდა გაისტუმროთ ძველი ვალები, თუმცა ეს თქვენს მთლიან საფულეზე საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს.

კირჩხიბის პირადი ცხოვრება მარტში მეორე პლანზეა გადაწეული. სამუშაო – უპირველეს ყოვლისა. მეუღლეებსა და დიდი ხნის შეყვარებულებს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვილი პატარ-პატარა წყენების მიზეზით დიდი კონფლიქტებია მოსალოდნელი. როგორღაც უნდა გადაიტანოთ და გადალახოთ თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი, გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ამ პერიპეტიებით გამოწვეული დეპრესიისა და სასოწარკვეთილებისგან სამუშაო გიხსნით. მარტში კირჩხიბები ჯანმრთელად და ენერგიულად იგრძნობენ თავს, ვერც ერთი დაავადება მათ ვერ მოერევა. თუმცა საჭესთან ყურადღების გამახვილება მართებთ, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა ამ თვეში მაღალია.

ლომი

თვის დასაწყისში ლომებს უმნიშვნელო პრობლემები შეექმნებათ, მაგრამ მათ შეჩერებას ვერაფერი შეძლებს. პლანეტების წყალობის მეოხებით, ამ პერიოდში თქვენ დიდი შედეგების უმნიშვნელო ძალისხმევით მიღწევა შეგიძლიათ. მარტის მთავარი ტენდენცია უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება. სწორედ ახლა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრები პარტნიორები ძალიან გააქტიურდებიან და ყველა საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას ეცდებიან. თუმცა ამ გზაზე კანონთან ან მაკონტროლებელ ორგანოებთან ადრე წარმოქმნილმა დაპირისპირებამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი. მეორე მხრივ, ურთიერთობები კოლეგებსა და მენეჯერ-დაქირავებულებს შორის საკმაოდ რთული იქნება. თუმცა ეს დასახული მიზნების მიღწევაში ლომებს ხელს ვერ შეუშლის, მით უფრო, რომ მარტის შუა პერიოდისთვის ეს სირთულეებიც აღმოიფხვრება. ამ თვეში მოსალოდნელია საქმიანი მივლინება, რომელიც საინტერესო შეხვედრებს გიქადით – ბევრი ადამიანი თქვენი ახალი გარემოცვიდან ძალიან მალე გამოგადგებათ, ასე რომ, ნუ მოგერიდებათ და აქტიურად შედით მათთან კონტაქტში.  ბიზნესმენმა ლომებმა მარტში თამამად უნდა მოჰკიდონ ხელი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს – ახლა შეძლებთ მომგებიან ფასად შეიძინოთ ახალი ობიექტი თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.  მარტში ლომებს ბევრი ხარჯი ელოდებათ. ხარჯების ძირითადი პუნქტი ახლობელი ადამიანების საჭიროებები იქნება.

დაოჯახებულ ლომებს განსაკუთრებული სირთულეები არ ელით, თუმცა ბავშვებთან დაკავშირებული პატარ-პატარა პრობლემები მაინც წამოყოფს თავს. უკიდურესი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ოჯახის უმცროსი წევრებისადმი, უფროსებს კი მხარში დაუდგეთ და თქვენი ძალისხმევა სამომავლოდ დაუფასებელი არ დარჩება. შეყვარებულმა წყვილებმა კი თვის პირველივე ნახევარში შეიძლება აღმოაჩინონ, რომ რაც დრო გადის, მათი შეხედულებები ძირითად ცხოვრებისეულ ფასეულობებზე სულ უფრო განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ტრაგედიის შექმნის მიზეზი არ არის – ეცადეთ მეტი ისაუბროთ, რათა ერთმანეთს უკეთ გაუგოთ. მარტი იდეალური დროა ურთიერთობების მოწესრიგებისთვის. ამ თვეში ლომების ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია და კიდევ უფრო დაიწევს ახალი მთვარის დღეებში 18-20 მარტს. ორგანიზმი მეტისმეტად არ გადატვირთოთ და გონივრულობა გამოიჩინეთ ალკოჰოლის მიღებისას.

ქალწული

მარტში ქალწულის ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობები ექნება გარშემომყოფებთან, კოლეგები იქნებიან ისინი, ახლობელი ადამიანები თუ საქმიანი პარტნიორები. ამ უკანასკნელთა პოზიტიური განწყობა და დახმარების სურვილი ქალწულს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მარტში მოსალოდნელია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, რომელიც სავარაუდოდ უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება გადახვიდეთ სხვა ოფისში, გააფართოვოთ ბიზნესი, შეიძინოთ უძრავი ქონება საზღვარგარეთ და ა.შ. ამ საკითხების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი საქმიანი პარტნიორები ან ახლობელი ადამიანები, თუ საქმე ოჯახურ საწარმოს ეხება. დროა საქმიანობის სფეროს გაფართოებაზე და რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე გასვლაზე იფიქროთ. მარტის შუაში თქვენს საქმეებში გარღვევა მოხდება და სავარაუდოდ, პრობლემა, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევდათ, მთლიანად თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ქალწულების ფინანსური მდგომარეობა მარტის თვეში დამაკმაყოფილებელია. შეიძლება გააფორმოთ კრედიტი თქვენთვის სასურველი პირობებით ან ბიზნეს პარტნიორებისგან მიიღოთ ფინანსური დახმარება.

უნდა ითქვას, რომ 2015 წლის მარტი ბევრი ქალწულისთვის ოცნებების ასრულების დროა. ისინი ოცნებობენ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, აგარაკის შეძენაზე – ეს ყველაფერი მარტში რეალობად იქცევა. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ქალწული დაინახავს, რომ მათი შრომა წყალში არ ჩაყრილა და ჩანაფიქრის განხორციელება სავსებით რეალურია.  ბევრ ოჯახში ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნება. სავარაუდოდ, ეს სირთულეები თქვენგან დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ასე რომ, მოემზადეთ. შესაძლოა თავად დააპიროთ მსხვილი შენაძენის გაკეთება. შეყვარებულმა ქალწულებმა თავიანთი პარტნიორებისადმი მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან ამ პერიოდს ურანი და პლუტონი მფარველობს, ეს უკანასკნელნი კი კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირებას ახდენენ. ეს საკმაოდ რთული პერიოდი მოთმინებისა და თქვენი სიბრძნის დახმარებით უნდა გადალახოთ. მარტში ქალწულის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ დაბალია, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების გართულებას.

სასწორი

სასწორის კუთხეში მიმწყვდევას მარტის თვეში ვერავინ მოახერხებს. დაუძინებელი მტრებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი წარმატებული სვლის შეჩერებას. ამ თვეში საკმაოდ ბევრი საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაო გელით. გარემოცვაც თქვენ მხარესაა: პარტნიორები არ გიღალატებენ, მათ ნებისმიერი რთული საკითხის მოგვარებისას შეიძლება დაეყრდნოთ. ასეთი სიტუაციები კი მარტში საკმარისად გექნებათ. პარტნიორთა მონდომება და თქვენი ინიციატივა სასურველის მიღწევაშიდაგეხმარებათ. მით უფრო, რომ მარტში სასწორებს მაღალჩინოსნების დახმარების იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. კარგი დროა ძველ მეგობრებთან და სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობის აღსადგენად. ურთიერთობებზე უარს ნუ იტყვით, ახლა ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ. მარტი სასარგებლო ნაცნობების შეძენისა თუ ბიზნესის ადგილიდან დაძვრისთვის ძალიან ხელსაყრელი თვეა. სასწორებს ყველაფერი ისე გამოსდით, როგორც უნდათ. ბიზნესმენმა ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თანამშრომლებს, რათა მათი უპასუხისმგებლობის ან დაუდევრობის გამო პრობლემები არ შეექმნათ. დაქირავებულ სასწორებს შეიძლება კოლეგებთან შეექმნათ პრობლემები, მაგრამ ხელმძღვანელობის მხადაჭერა დროებითი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ, მით უფრო, რომ ამ პერიოდში შესანიშნავად უმკლავდებით დაკისრებულ მოვალეობებს. მარტში ქალწულის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი, ანუ შემოსავლების შემოსვლაც და ხარჯების გაწევაც დაგეგმილი სცენარით ვითარდება.

აი, პირად ცხოვრებაში კი სასწორებს არც ისე ჰარმონიული ვითარება აქვთ. ახალმა, სასიამოვნო ნაცნობობამ შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს ძველი, უკვე გამოცდილი და ძვირფასი ურთიერთობები. ღალატი და ეჭვიანობა – აი, სასწორების პირადი ცხოვრების ლაიტმოტივი მარტის თვეში. ეს შეიძლება შეეხოს დაოჯახებულ ან დიდი ხნის პარტნიორებსაც. სიტუაცია დროთა განმავლობაში დაგროვილი პატარ-პატარა წყენების გამო შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ განქორწინებაზე საუბარი მაინც დაიწყო, დღის წესრიგში ქონების, პირველ რიგში კი, უძრავი ქონების გაყოფის საკითხი დადგება. 

მორიელი

მარტი ხელსაყრელი თვეა მორიელის შემოქმედებითი უნარების აქტიურად გამოვლენისა და საქმიანი კავშირების განმტკიცებისთვის. იღბალი თქვენ მხარესაა, ამიტომაც მოცემული შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ. მორიელის ჰოროსკოპში მარტი გარღვევის თვედაა გამოცხადებული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პროგრესი ექნებათ ნებისმიერ საქმეში, რასაც უნდა მოჰკიდონ ხელი. მორიელმა შეიძლება დადოს მომგებიანი კონტრაქტი, მიიღოს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის წინადადება. ამ თვეში მიღებული ახალი თანამშრომლები სამომავლოდ თქვენი საიმედო დასაყრდენი იქნებიან. შესაძლებელია, ოფისში დაბრუნდნენ ძველი კოლეგებიც, რომელთაც ადრე არ ენდობოდით. მორიელები, რომლებიც საშუალო რანგის პოზიციებზე მუშაობენ, მარტში ხელმძღვანელობისა და სხვა კოლეგების მხარდაჭერით ისარგებლებენ. ამ თვეში მოსალოდნელია დაწინაურება ან ახალი, უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურიდან წინადადების მიღება. მორიელთა ნაწილმა ამ პერიოდში ახალი, საკუთარი საქმის წამოწყებაც შეიძლება გარისკოს. მართალია, ეს ძველ, საიმედო პარტნიორებთან ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, მაგრამ ვერაფერს იზამთ, მსგავსი ნაბიჯი თქვენი მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია. მარტში მორიელის ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ყოველ შემთხვევაში დაუგეგმავი ხარჯები არ გელოდებათ.

პირად ცხოვრებას კი, სამწუხაროდ, ამ თვეში პოზიტიურს ვერ დავარქმევთ. ყოველ შემთხვევაში, მორიელის პროფესიული ცხოვრება გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე პირადი საქმეები. შეყვარებულებს იმედგაცრუება, წვრილმანი წყენები და ურთიერთპრეტენზიები ელით. თუ საქმე განხეთქილებისკენ მიდის, ეს სავარაუდოდ, უახლოეს 2-3 თვეში მოხდება. თუმცა მორიელი მარტო ნამდვილად არ დარჩება – ვარსკვლავები მას საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს ჰპირდებიან. მოსალოდნელია სამსახურეობრივი რომანის გაჩაღებაც და ეს ურთიერთობა ბევრად უფრო სერიოზულად განვითარდება, ვიდრე ელოდით. ამ თვეში გართულდება ურთიერთობები უფროს ნათესავებთან. მარტის თვეში მორიელის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, მაგრამ ზედმეტად გადატვირთვის უფლება მაინც არ უნდა მისცეთ თავს. ივარჯიშეთ და ჯანსაღად იკვებეთ.

მშვილდოსანი

მარტი მშვილდოსნებს უამრავ შესაძლებლობას მოუტანს და სასურველი მიზნის მიღწევა ყოველდღიურად უფრო და უფრო მოახლოვდება. ამ თვეში მშვილდოსნის მთავარი მიღწევა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის ნორმალიზება იქნება. მარტის შუა დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გელით. ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებებში კონსესუსის მიღწევა, ხანგრძლივი პროფესიული პერსპექტივების განსაზღვრა, კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება. ახლა მოშვების დრო არ არის, წინ ბევრი სამუშაო გელით. მართალია, უმთავრესი გაკეთებულია, მაგრამ მიმდინარე საქმე ბევრია და შეგიძლიათ ის აუჩქარებლად და თანმიმდევრულად აკეთოთ. მარტი ძალიან კარგი დროა ახალი ნაცნობების შეძენისა და ძველი კონტაქტების გასაახლებლად. მოსალოდნელია მივლინება სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, რომლის ინიციატორიც ყოფილი პარტნიორები ან ძველი მეგობრები იქნებიან. სწორედ ისინი ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს თქვენს ცხოვრებაში ახალი, სასარგებლო ნაცნობების გამოჩენაში. მიუხედავად საქმიანი წარმატებებისა, მშვილდოსნის ფინანსური სიტუაცია მთლად სტაბილური არ არის. შეიძლება დაუგეგმავი ხარჯების გაწევა მოგიხდეთ, რაც ძველ პროექტთან იქნება დაკავშირებული. თუ ბიზნესსამყაროსთან არ ხართ დაკავშირებული, თქვენი ხარჯები ბავშვებისა და ახლობელი ადამიანების საჭიროებისკენ იქნება მიმართული.

მარტი ძალიან ხელსაყრელი თვეა რომატიკული ურთიერთობებისთვის. მარტოხელა მშვილდოსნებს თავიანთი ნამდვილი მეორე ნახევრების პოვნის შანსი მიეცემათ. შეიძლება ძველი რომანიც კი განაახლოთ – თუ ასეთი შესაძლებლობა მოგეცემათ, უკან ნუ დაიხევთ, გრძნობები ადრინდელზე უფრო მძაფრი იქნება და ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოდ განვითარდება. ოჯახურ წყვილებს კი ყველაფერი რიგზე არ ექნებათ. კამათი, ჩხუბი, წყენები, ეჭვიანობა – ეს იქნება თქვენი ოჯახური ცხოვრების ლაიტმოტივი მარტის თვეში. ეცადეთ ეს რთული პერიოდი მშვიდად გადაიტანოთ, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის და ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ყოველთვის მონახავთ. 

თხის რქა

ბევრი რამ ამ თვეში დამოკიდებული იქნება გარშემომყოფებთან, ბიზნეს პარტნიორებთან თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს როგორ დაალაგებთ. ასე რომ, მარტში თქვენი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სრული დატვირთვით გამოყენება მოგიწევთ.  თხის რქის ბიზნეს ჰოროსკოპი დამაიმედებელია. განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში, როცა თქვენი საქმის გაფართოების დაწყებას შეძლებთ. მარტში მოსალოდნელია წინსვლა იმ საკითხების მოგვარების საქმეში, რომლებიც უძრავ ქონებას ეხება. ამასთან ერთად, შესაძლოა ოდნავ გაგირთულდეთ ურთიერთობები უცხოეთში ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქმიან პარტნიორებთან. წარმოიშვება ძალიან რთულად მოსაგვარებელი პრობლემა და ის შეიძლება ისეთი ჩახლართული აღმოჩნდეს, რომ ბევრმა სიტუაციის გამოსწორების მცდელობას უბრალოდ გარიდება ამჯობინოს. მარტი კარგი დროა ოჯახური ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარებისთვის და ეს აიხსნება ახლობლების მზადყოფნით თხის რქების დასახმარებლად, ამჯერად არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. მარტის დასაწყისში საქმიან პარტნიორებთან ფინანსურ საკითხებზეც გექნებათ უთანხმოება, თუმცა ეს სიტუაცია  ძალიან მალე დარეგულირდება და მათგან მხარდაჭერაც არ მოგაკლდებათ. თვის შუაში შეძლებთ სასურველი კრედიტის ძალიან კარგი პირობებით აღებას.


მერწყული

მერწყული საკუთარი ინტერესების ყველაფრის ფასად დაცვისთვის უნდა ემზადოს. ეს განსაკუთრებით ბიზნესმენ მერწყულებს ეხებათ, რადგან მათ ირგვლივ ჯანსაღი კონკურენცია გამძაფრდება. ამ უკანასკნელთათვის მარტი საკმაოდ აქტიური და დატვირთული თვე იქნება. სრულყოფილად დარეგულირდება ურთიერთობა საზღვარგარეთელ კოლეგებთან, შესაძლოა მათთან შესახვედრად მივლინებაშიც კი წახვიდეთ. სწორედ ასეთი ვიზიტი დაგეხმარებათ გარკვეული საკითხების საბოლოოდ გარკვევასა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ თანხმობის მიღწევაში. ძალზე აქტუალურია მერწყულებისთვის კონტაქტები ძველ მეგობრებთან და პარტნიორებთან. მოსალოდნელია, ისინი იქცნენ ახალი, პერსპეექტიული კავშირების შეძენის საქმეში თქვენს სასტარტო არენად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს და ეცადეთ, ყველა მომეტი დეტალურად იყოს გაწერილი, რათა მოგვიანებით ამ ნიადაგზე პრობლემები არ შეგექმნათ. უამრავი შეხვედრებისა და ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე ფინანსური თემატიკა შეიძლება მხედველობიდან გამოგრჩეთ, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება. გახსოვდეთ, მარტში მოსალოდნელია კონტროლის გამკაცრება ზემდგომი ორგანოების მხრიდან, ამიტომ დოკუმენტები მუდმივად წესრიგში გქონდეთ. მერწყულების ზოგადი ფინანსური სიტუაცია საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით, თუ ზემოთ მოცემულ რეკომენდაციას გაითვალისწინებთ. 1-3, 9-11, 18-20 და 28 მარტს თქვენი ბიუჯეტი საგრძნობი თანხებით შეივსება. მართალია, ხარჯებიც არანაკლები გაქვთ, მაგრამ რაც მთავარია, მინუსში არ გახვალთ.


თევზები

მარტის თვეში ვარსკვლავები თევზებისადმი მეტად კეთილგანწყობილნი არიან. იმოქმედეთ გაბედულად და თამამად თქვით ყველაფერი, რასაც ფიქრობთ. შეუდექით ჩანაფიქრების განხორციელებას – ამაზე ხელსაყრელი დრო თამამი ქმედებისთვის კარგა ხანს არ დადგება. მარტში თევზებისთვის პირველ ადგილას პროფესიული, ფინანსური და შესაძლოა, სოციალური სფერო იქნება. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ, სწორედ ახლა მოიტანს საგრძნობ შედეგებს. ყოველ შემთხვევაში, მარტის შუა პერიოდში წარმატებას უნდა ელოდოთ. უმჯობესდება საშუალო რგოლში მომუშავე თევზების მდგომარეობაც. მოსალოდნელია დაწინაურება ან ახალი, გაცილებით პერსპექტიული სამსახურის დაწყება. მარტში მოგეცემათ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თამამად შეგიძლიათ ხელფასის მომატება, პრემია ან რაიმე სახის მატერიალური წახალისება მოსთხოვოთ თქვენს ხელმძღვანელს. მთლიანობაში მარტი ძალიან პოზიტიური თვეა, თუმცა ზოგიერთ ადამიანთან თევზებს პრობლემები შეექმნებათ. შეიძლება წამოგიყენონ ფინანსური ხასიათის პრეტენზიები და მათთან დათმობაზე წასვლა მოგიხდეთ. თუმცა მატერიალური მდგომარეობა მაინც გაუმჯობესდება. იზრდება თქვენი შემოსავალი და ხარჯები ისეთი მოცულობის არ არის, რომ საფულე შეგითხელოთ.

friday.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები