1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეკლიანი გზა ოსკარისკენ... თან მეცინება, თან მართლა ძალიან მეცოდებიან უკვე“

"ეკლიანი გზა ოსკარისკენ ))) 
თან მეცინება, თან მართლა ძალიან მეცოდებიან უკვე. რასაც ქვია დათარსეს ტიპები... ))
ხომ ვამბობ, ქვეყანა კი არა, მაპეტ შოუ ვართ" -წერს მომღერალი, მაია დარსმელიძე ფეისბუქის გვერდზე. 

საქმე იმაშია,რომ ოსკარის ცერემონიაზე დასასწრებად გამგზავრებული ქართველი მსახიობები სტამბულში არიან ჩარჩენილები, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა, ია სუხიტაშვილმა დაწერა: ვითხოვ სასწრაფოდ დახმარებას, სტამბულის აეროპორტში უკვე 20 საათზე მეტია, ჩავრჩით საშინელი დიდთოვლობის გამო, ყველა რეისი გადადებულია გაურკვეველი ვადებით, კონსულის საკონტაქტო ნომერი გვჭირდება, მომწერეთ პირადში, თოვლი იმატებს და იმატებს, გამოიჩინეთ გულისხმიერება, რომ ჩავაღწიოთ ოსკარზე. წინასწარ მადლობას გიხდით. ცნობისთვის, სტამბულში გადაუღებელი თოვის გამო ყველა რეისი გადადებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები