1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 თებერვალის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას. შეეხმიანეთ მეგობრებსა და ნათესავებს და ნურც დახმარებაზე ეტყვით მათ უარს. 

კურო 
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. განსაკუთრებით - თირკმლების. მიიღეთ შარდმდენი პრეპარატები, ბალახების ჩაი. 

ტყუპი
დაკვირვებულად იმოქმედეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობების, ერთგან წააგებთ, მეორეგან - მოიგებთ. 

კირჩხიბი
ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენი საქციელი გარშემო მყოფთა გარჩევის თემად იქცეს. მოერიდეთ პროვოკაციებს, ინტრიგებსა და ჭორების გავრცელებას.

ლომი 
მოერიდეთ ფულის ფლანგვას; უსიამოვნებებს საყვარელ ადამიანთან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაგეგმეთ უქმეები. 

ქალწული 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. თუ ქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ. პარტნიორთან ერთად დაგეგმოთ მომავალი. 

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და პროექტების განხორციელებასაც შეძლებთ. თუმცა, ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ და პარტნიორებიც აკონტროლეთ. 

მორიელი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო საქმიანობას. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გაუფრთხილდით ნერვებს. 

მშვილდოსანი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და მათთან ერთად ახალი პროექტების განხილვას შეძლებთ. მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ უქმეები. 

თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. გაამდიდრეთ რაციონი კვერცხით, ხაჭოთი და მჭლე ხორცით. ნუ დაგავიწყდებათ წყლის სმა. სასურველია მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც. 

მერწყული
წარმატებული დღე ელით შემოქმედ, პედაგოგ და საინფორმაციო სამსახურში მომუშავე მერწყულებს. თუმცა, ნურავის ენდობით და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. ბიზნესმენ მერწყულებს პარტნიორების ცვლა ელით. 

თევზები
საჩუქრები და მატერიალური ჯილდოები გელით არაკეთილმოსურნეებისგან. მათგან, ვისაც თქვენი საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა, თქვენით მანიპულირება სურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები