1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვარკეთილში,ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში ახალშობილი ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა  ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალშობილი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრული პოლიციის თანამშრომლებს ახალშობილი გარდაცვლილი დახვდათ. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები