1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნინა სუბლატი საზოგადოებას მიმართავს -რას გვპირდება მომღერალი ევროვიზიაზე გასვლამდე?

ევროვიზიის საიუბილეო, მე-60 კონკურსზე საქართველოს მომღერალი ნინა სუბლატი წარადგენს.  ამასთან დაკავშირებით ნინა სოციალური ქსელით საზოგადოებას მიმართავს.


"ოოჰ ჩემო მეგობრებო! ახალი კულტურული სიახლეა საქართველოში: გავიგეთ ადამიანის ვინაობა, რომელიც ევროვიზიაზე წარგვადგენს. - და ეს ადამიანია ნინა სუბლატი! მადლობა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ჩემო კარგებო. სწორს იმიტომ არ ვეძახი, რომ ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა. უბრალოდ დიდ სიხარულთან ერთად და პირად სარგებელ და სიამოვნებასთან ერთად, ეს დიდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობას კი ბევრი ვერ იღებს. მადლობა ქართველო ხალხო, რომ ზედიზედ მეორედ მომანიჭეთ პირველობა! მადლობა, რომ 2 ძალიან დიდი პროექტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამირჩიეთ! ეს მართლაც რომ უზომო ნდობის გამოცხადებაა არტისტისთვის და ამდენი პატივი ნამდვილად ცოტას აქვს, თუმცა ამ ნდობას დამსახურებაც უნდა და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა! გაიხარეთ თქვენ  ყველანაირ დეტალს სამომავლოდ გაგიმხელთ, ყველანაირად ვეცდები ჩემი იდეები განვახორციელო და პერფორმანსი სხვის იმედზე მიგდებული არ მექნება! მადლობა დიდი"-წერს ნინა სუბლატი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები