1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ცხვირა" "ტიფლისიდან" - გაიგეთ მეტი თამუნა ნიკოლაძის ყოფილი მეუღლის ამირან ქაჩიბაიას შესახებ

 სერიალ „კლინიკაში“ შესრულებული როლის შემდეგ  ამირან ქაჩიბაია უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია სერიალ "ტიფლისშიც". მის მიერ განსახიერებულმა "ცხვირამ" მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ალბათ გაინტერესებთ ცოტა რამ მსახიობის შესახებ


ამირან ქაჩიბაია: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მონტინის ქუჩაზე. ხომ არსებობს 14 „ა“, „ბე“, ეს იყო „ჩე“, ანუ 14 „ჩე-ში“. არასდროს მქონია იმის განსაკუთრებული სურვილი, მსახიობი ვყოფილიყავი. ეს პროფესია რომ ავირჩიე, უფრო დედაჩემის ინიციატივა და დამსახურება იყო. თეატრალურში ჩაბარების შემდეგ ორი წელიწადი ვიჯექი და უბრალოდ ვერკვეოდი რა პროფესია იყო ეს. კი ვიცოდი ვერიკო და სერგო ზაქარიაძე ვინ იყვნენ, მაგრამ სუფთა პროფესიულ რაღაცეებს ვგულისხმობ. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი პროფესიაა, ძალიან კარგი და რაც კარგია შესაბამისად, ყოველთვის რთულიცაა. მომწონს ეს სირთულეები, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიხარ, სადაც ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი საბედისწერო შეიძლება გახდეს.


თუმცა, მსახიობობა ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე პროფესია. შეუძლებელია, ამ საქმეს სხვა რაღაც მიაბა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომელთაც კარგად რომ ჩავღრმავებოდი, შეიძლება მესწავლა კიდეც, მაინც ვერ შევუთავსე ვერაფერი. მსახიობი არასდროს არის სამსახურში, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ სამსახურზე გაცილებით მეტს მუშაობდე. მუშაობის გარდა ბევრს ფიქრობ იმ კონკრეტულ პერსონაჟზე, რომელიც უნდა ითამაშო. 

tbiliselebi





კომენტარები

მსგავსი სიახლეები