1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რომელ საათამდე იმუშავებს მეტრო უფასოდ შობის დღესასწაულზე ?

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.
7 იანვარს, "ალილოს" მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. 
თბილისის მერიამ "ალილოს" მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. "ალილოს" მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები