1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უცნობი დეტალები დაღუპულ მამა ილია კარტოზიაზე , რომელზეც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას იტალიაში დაღუპულ მამა ილია კარტოზიაზე ისაუბრა. 

„გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია, გემზე მყოფი. გემს მოეკიდა ცეცხლი და მას შეეძლო, გადარჩენილიყო, თავისი ადგილი დაუთმო ბავშვიან ქალს, თავად ზღვაში ჩავარდა და იქ დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული“, - ბრძანა პატრიარქმა. 

ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკს“, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა, ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. მაშველებმა გემიდან მგზავრების ევაკუაცია მოახდინეს. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი. სულ გემზე 400-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, მათგან რვა საქართველოს მოქალაქე იყო. შვიდის გადარჩენა მოხერხდა. 

მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველმა სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, მოგვიანებით კი, როდესაც მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები