1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მართვის მოწმობის მიღების მსურველთა რიგი მომსახურების სააგენტოში

15 დეკემბრიდან მართვის მოწმობის მიღების მსურველები თეორიულ გამოცდას ახალი, 3D ბილეთებით ჩააბარებენ. გავრცელდა ინფორმაცია,რომ აღნიშნული ბილეთები გართულებული სახით იქნება წამოდგენილი, მართვის მოწმობის მიღების მსურველთა რიგი  მომსახურების სააგენტოში  სწორედ ამით აიხსნება. 

"ის რაც ახლა მომსახურეობის სააგენტოში ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ბრალია. სიმართლე არის ის, რომ მართის მოწმობის ბილეთები არანაირად არ რთულდება.! პირიქით, უფრო დახვეწილი და იოლად აღსაქმელი ხდება!!"-წერს ფეისბუქში  შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა და აქვეყნებს მართვის მოწმობის მიღების მსურველთა რიგის ამსახველ ფოტოსა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები