1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. არაფერი გადადოთ მომავლისთვის. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. 

კურო 
ყველასთან (ნაცნობი იქნება თუ უცნობი) საკუთარ საქმეს ნუ განიხილავთ. მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას. 

ტყუპი
მეგობრები საჭირო ადამიანებს გაგაცნობენ, რომლებიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლადაც. 

კირჩხიბი
მოაწესრიგეთ საბუთები, საქმეები, ზოგიერთებს მოულოდნელი შემოწმება ელით. მოერიდეთ კონფლიქტს, მშვიდად და წყნარად მოაგვარეთ უსიამოვნებები. 

ლომი 
დღეს ნებისმიერი სირთულის საქმიანობას მარტივად გაართმევთ თავს და გარშემო მყოფების შექებასაც დაიმსახურებთ. 

ქალწული 
კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. ზოგიერთებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. 

სასწორი 
ფინანსური ხარჯი გელით, მაგრამ სასიამოვნო და გამოსადეგ ნივთებზე. დღეს დაბანდებული ფული კი მომავალში დიდ მოგებას მოგიტანთ. 

მორიელი 
დღეს წვეულების ორგანიზატორად, შემრიგებლის როლში მოგიწევთ ყოფნა. ორივე შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს. 

მშვილდოსანი 
დღეს გარშემო მყოფები დანაპირებს ვერ შეგისრულებენ. ამიტომ, მომავალში გეცოდინებათ, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი – არა. 

თხის რქა
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. იღბალი საინტერესო ადამიანთან გიმზადებთ შეხვედრას, რომელთანაც მომავალში ან რომანი, ან მეგობრობა დაგაკავშირებთ. 

მერწყული
მეგობრების დახმარების გარეშე საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. გვერდით ისეთი ადამიანი იყოლიეთ, ვინც საქმეც იცის და თანაც, უღალატოა. 

თევზები
საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს გარშემო მყოფების გამო გვერდზე ნუ გადადებთ. ჯერ საკუთარი საქმეები მოაგვარეთ და მერე დაეხმარეთ სხვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები