1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან, კომპანიონებთან და ერთად, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროექტების განხილვას, დაწყებას შეძლებთ. 

კურო 
"თავით" უნდა გადაეშვათ სამსახურის საქმეებში. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. აი, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამისთვის დღეს დრო არ დაგრჩებათ. 

ტყუპი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, მეტად დიპლომატიური იყოთ და ის, რასაც ადრე პირდაპირ გამოჰკითხავდით, შეპარვით, დელიკატურად გამოიძიოთ. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი საქმეებისთვის პარტნიორების, ფინანსების მოსაძიებლად. მაქსიმალურად გააქტიურდით და დღეს დასასრულებელ საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ. 

ლომი 
დღეს თქვენს სიტყვას დიდი ძალა ექნება. ამიტომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. აგრეთვე კარგი დღეა დოკუმენტებზე სამუშაოდ, აქტების შესადგენად. იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. 

ქალწული 
სამუშაო კვირის დაწყების მიუხედავად, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვისაც მოიცლით. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. 

სასწორი 
საქმეების მოსაგვარებლად ენერგიაც საკმარისი გაქვთ და ძალებიც. შეიძლება ზოგიერთ საკითხში მარტოს გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მეგობრებისა და ახლობლების რჩევას ყურადღება მიაქციეთ. 

მორიელი 
კარგი დღეა ყიდვის, გაყიდვისა და გაცვლისთვის. თუ ნივთი მოგწონთ, მის ფასს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუმცა, ისეთი ნივთი შეარჩიეთ, რომელიც ვიზუალურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და გამოსადეგარიც იქნება. 

მშვილდოსანი 
საქმეებისგან დაძაბული დღის ბოლოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულება გელით, სადაც წვეულების სული და გული იქნებით. დღეს საწინააღმდეგო სქესთან საინტერესო ნაცნობობაც გელით. 

თხის რქა
უამრავ დოკუმენტთან, საბუთთან მოგიწევთ მუშაობა. აგრეთვე, ინფორმაციის მიღება-განაწილება გელით. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არაფერი აგერიოთ. 

მერწყული
დღის პირველ ნახევარში კოლეგებთან ერთად ახალი იდეები, პროექტები განიხილეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს. საღამო ან ოჯახში, ან საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
დღეს შეიძლება იმ ადამიანებმა მოგმართონ თხოვნით, ვინც არაერთხელ დაგხმარებიათ საქმეების მოგვარებაში. ეცადეთ, უარით არ გაისტუმროთ ისინი და მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები