2 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მამაკაცს აფთიაქში წამალი ურეცეპტოდ არ მისცეს, ექიმთან მისვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა

ყვარელში 55 წლის მამაკაცს აფთიაქში წამალი (ლაზიქსი) ურეცეპტოდ არ მისცეს, ექიმთან მისვლა კი ვერ მოასწრო და დაახლოებით ნახევარ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა. „ჩემმა ბიჭმა აიყვანა აფთიაქში და არ მისცეს წამალი. წადი, ექიმი მოიყვანეო. ექიმი ვერ ნახა. ისევ მივიდა აფთიაქში. ისევ უარი უთხრეს. სახლში მივიდა, გადავარდა და დაიღუპა“-ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „გურჯაანი" ავრცელებს 

წამალი რომ მიეცათ, შეიძლება დღეს ცოცხალი ყოფილიყო“, - უთხრა ტელეკომპანია „გურჯაანს“ გარდაცვლილის ნათესავმა.

„მის შვილს ვკითხე როგორ დაიღუპა მეთქი. აფთიაქში ავიდა და არ მისცეს წამალი, ექიმთან ჩავიდა, ვერ ნახა ექიმი, მერე ისევ აფთიაქში ამოვიდა, ისევ უარი უთხრეს და დაიღუპაო“, – აღნიშნავს გარდაცვლილის მეზობელი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ტელეკომპანია „გურჯაანის“ ინფორმაციით, კომენტარი არც აფთიაქის თანამშრომლებმა გააკეთეს.

სამედიცინო საკითხებში ექსპერტის მარინა ბერაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აფთიაქს ეკისრება.

„ასეთი შემთხვევების დროს გათვალისწინებულია სპეციალური მედიკამენტების ჩანთა, რომელიც ყველა აფთიაქში არსებობს და სასწრაფო დახმარება უნდა გაეწიოს“, - განუცხადა ბერაძემ ტელეკომპანია „გურჯაანს“.


წყარო : http://ick.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები