0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე - ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო - თუ ასე გააგრძელებს, უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას

რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც - თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის მისთვის საინტერესო.

„ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, აწუხებს დაბალი პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამსახური, გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია ხალხისთვისაც. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და არა საკუთარი პრობლემების მოსაყოლად. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი.

რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე. დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე ვაკეთო კომენტარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია 100 ათასამდე ბავშვი რომ შიმშილობს, 7 ათასამდე სტუდენტს რომ აქვს სტატუსი შეჩერებული, პენსიონერებს საპენსიო სესხის განულებას რომ ვპირდები და ასეთი 400 ათასი რომაა, საპენსიო ასაკმა როგორ დაიწიოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთს გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავა არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები