1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები