1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მესტიაში 12 წლის გოგონას იარაღი გაუვარდა და შემთხვევით მამა მოკლა

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ხაიშის თემში ოთარ ჭკადუა "სვანეთინიუსთან" საუბარში აცხადებს, ბავშვი ცეცხლსასროლი იაღით, კერძოდ თოფით თამაშობდა, რა დროსაც მამის მიმართულებით შემთხვევითი გასროლა მოახდინა.

გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია.

დავით გაბლიანი იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის დეტალებს აზუსტებს.


http://www.svanetinews.ge


კომენტარები

მსგავსი სიახლეები