0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი დონაძე: „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ საღამო ყოველწლიურად გაიმართოს“

გიორგი დონაძე: „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ საღამო ყოველწლიურად გაიმართოს“

„ლექსო, არ დაიკარგები...“  • ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო გაიმართა

15 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო "ლექსო, არ დაიკარგები" გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორმთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. 

ხალხური პოეზიის პირველი საღამო "ლექსო, ნუ დაიკარგები" პირველად, 1979 წლის 14 აპრილს გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული, ხოლო საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი, ინსპირატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი. 
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ, დიდი ძალისხმევით, აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია და ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოები 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

„ეს საღამო ვახუშტი კოტეტიშვილის დაარსებულია. დღემდე ყოველწლიურად ტარდება. ამ საღამოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. მას წინ უძღვნის რამდენიმე ექსპედიცია, ახალი სახეებისა და მასალების მოძიება. შემდეგ ხდება ხალხისთვის გაცნობა და მასალების დამუშავება.  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი,ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ საღამო ყოველწლიურად გაიმართოს,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი საიუბილეოა - საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი. ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოების მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება. ღონისძიება ჩატარდა თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძოიების ყოველწლიური, აპრობირებული ფორმატი, წელს მეტად მასშტაბურ სახეს მიიღებს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეების (ავტორმთქმელების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლების გვერდით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთი ეთნოსისათვის დამახასიათებელი ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები