1 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეს სასაფლაოზე დაკრძალეს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეს სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის პროცესიას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.მათი განცხადებით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ, მათ შორის პარლამენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ და ფემიციდის ფაქტების შემცირებაზე იმუშაონ.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ნაქირავებ ბინაში, თაკო გამრეკელაშვილს დედის ყოფილმა მეუღლემ საკუთარი შვილების თვალწინ სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმის მოკვლევაში საია და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უცვლელია ოჯახის მთავარი მოთხოვნა. ისინი მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები