0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო და გავლენიან პიროვნებებთან გელით შეხვედრა. ყურადღება გმართებთ გარშემო მყოფების მიმართ, ჩამოიშორეთ ინტრიგანი ადამიანები. 

კურო
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მცირე უსიამოვნებებს და მეტი - სამსახურის საქმეების მოგვარებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
საქმეებით დატვირთული დღ გელით. ახალი იდეები პარტნიორებთან ერთად განიხილეთ; სპეციალისტებთან გაიარეთ კონსულტაცია. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ. 

კირჩხიბი
საინტერესო სიურპრიზებით დატვირთული დღე გელით. წარმატება - სამსახურის საქმეებში. გაუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. მათი დახმარებით პროექტების დასრულებას შეძლებთ. 

ლომი
დოკუმენტებთან მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საყვარელ ადამიანთან იყავით მეტად გულწრფელი. 

ქალწული
შეამცირეთ ფიზიკური აქტივობა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ სამსახურში გვიანობამდე არ გაჩერდეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
დაეხმარეთ კოლეგებს საქმეების მოგვარებაში, მაგრამ საკუთარ ვალდებულებასაც ნუ დაივიწყებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. 

მორიელი
დღეს თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდება. საქმიანი და პირადი შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მარტოხელებს - რომანტიკული ნაცნობობა. 

მშვილდოსანი
მხიარული და სასიამოვნო დღე გელით. გარშემო მყოფები სურვილების, დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ. შუადღის შემდეგ მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, მეგობრებთან ერთად მხიარულეთ. 

თხის რქა
ვარსკვლავები სიურპრიზებს გპირდებიან, განსაკუთრებით - საღამოს. იყავით მეტად გაბედული, მორიდებით ვერაფერს მიაღწევთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საჩუქარს გიმზადებთ. 

მერწყული
საქმეებს მალევე დაასრულებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. თავისუფალი დრო ოჯახსა და შვილებს დაუთმეთ. 

თევზები
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. გააქტიურდით საქმეების დასასრულებლად. პირადი ცხოვრება რომანტიკული სიურპრიზებით იქნება აღსავსე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები