2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად თიბისი ჯგუფთან ითანამშრომლებს

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა თიბისი ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის  პირველი პარტნიორობაა რეგიონში.

   კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში თიბისის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა თიბისისთვის დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი.

   ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

     „თავისი არსებობის მანძილზე თიბისი ყოველთვის ზრუნავდა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, რასაც აღწევდა ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი განვითარებით. საერთაშორისო დონის კომპანიებთან პარტნიორობა გვეხმარება, მათი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავიხმაროთ და ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, კომპანიისთვის საამაყო სიახლეა ისეთ წარმატებულ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Thoughtworks-ია.“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

   თიბისი მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო მეტი ციფრული სიახლის შეთავაზებას ჰპირდება.

  

პარტნიორობის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები