თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
უყურეთ ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.
14 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში პირველად, ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, SOLO-სთან ერთად უყუროს ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ ჯონ უილიამსის დაუვიწყარი საორკესტრო ნაწარმოების ცოცხალი შესრულების თანხლებით.
„ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენების“ ფარგლებში, ფილმს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ მუსიკალურად გააფორმებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანელი დირიჟორის, ტიმოთი ჰენტის ხელმძღვანელობით.
კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტიმოთი ჰენტის მუსიკალური კარიერა მრავალ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად შესრულებულ კონცერტებს ითვლის. ის დირიჟორობდა ისეთი საერთაშორისო დონის სოლისტების გამოსვლებს, როგორებიც არიან მაქსიმ ვენგეროვი, ვეინ მარშალი, ალფი ბო, შლომო მინცი და სხვა. ენტონი ბეიკერთან თანამშრომლობით, მან შექმნა გილბერტისა და სალივანის დაკარგული ოპერის „თესპისის“ ახალი ვერსია. იგი ასევე დირიჟორობს საორკესტრო კინოჩვენებებს, მათ შორის CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის მიერ შექმნილ წარმოდგენებს, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება: ჰარი პოტერი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage და მრავალი სხვა.
CineConcerts-ისა და Warner Bros. Consumer Products-ის ინიციატივით, „ჰარი პოტერი™-ს საკონცერტო კინოჩვენები“ 2016 წლიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და პრემიერის პირველი დღიდან მოყოლებული, უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა შეაბიჯა ჰარი პოტერი™-ს ჯადოქართა სამყაროში. 2025 წლამდე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში 1434 კონცერტი არის დაგეგმილი. კინოჩვენებების პარტნიორის, SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით კი, ამ ქვეყნების რიცხვშია საქართველოც.
„SOLO-ს, როგორც კინოჩვენებების პარტნიორის ინიციატივით, წელს ქართველი მომხმარებლები დაუვიწყარი გამოცდილების ნაწილი გახდებიან - მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეაღონ კარი ჰარი პოტერი™-ს ზღაპრულ სამყაროში, მოუსმინონ ჯონ უილიამსის ნაწარმოებების საორკესტრო შესრულებას, იმოგზაურონ საყვარელი გმირების კვალდაკვალ და შექმნან დაუვიწყარი მოგონებები,“- განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.
ფილმში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა™“ საკუთარ მეთერთმეტე დაბადების დღეზე, ჰარი პოტერი™ იგებს, რომ მისი მშობლები ჯადოქრები არიან და მას მაგიური ძალა გააჩნია. ჰოგვორტსის სკოლაში ჯადოქრობის ხელოვნების დაუფლების, ქვიდიჩის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებისა და „ცოცხალი“ ჭადრაკის თამაშის პარალელურად, ის ბოროტ ჯადოქართან საბრძოლველად ემზადება, რომელსაც მისი განადგურება სურს.
როგორც ჯასტინ ფრიერი, CineConcerts-ის პრეზიდენტი და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი და დირიჟორი განმარტავს, „ჰარი პოტერი™-ს ფილმების სერია ის იშვიათი კულტურული ფენომენია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჰარი პოტერი™-ს მოყვარულებს ვაძლევთ შესაძლებლობას, იხილონ საყვარელი ფილმები სიმფონიური ორკესტრის მიერ ჯილდოს მფლობელი ნაწარმოებების შესრულების თანხლებით. ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა“.
ბრედი ბობიენი, CineConcerts-ისა და ჰარი პოტერი™-ს კინო-კონცერტების სერიის პროდიუსერი, კი აღნიშნავს, რომ „ჰარი პოტერი™ მთელ მსოფლიოში აღფრთოვანების სინონიმად იქცა. ვიმედოვნებთ, რომ კინოჩვენება, ჯონ უილიამსის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების თანხლებით, მაყურებელს ჯადოქართა სამყაროში დააბრუნებს“.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მათი შეძენა 31 დეკემბრამდე მხოლოდ SOLO Mastercard World Elite ბარათით იქნება შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.
ჰარი პოტერი™-ს ფილმების კონცერტების სერიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.harrypotterinconcert.com.
CineConcerts-ის შესახებ - Twitter | Facebook | Instagram
CineConcerts-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა გლობალურ ბაზარზე, რომელიც ვიზუალური მედიის საშუალებით ცოცხალ და ციფრულ მუსიკას ქმნის და სრულიად ცვლის გართობის ინდუსტრიას. CineConcerts-ის დამფუძნებლები პროდიუსერი და დირიჟორი ჯასტინ ფრიერი და პროდიუსერი/მწერალი ბრედი ბობიენი არიან. შექმნის დღიდან CineConcerts-ი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორკესტრებთან და დარბაზებთან თანამშრომლობს, მათ შორის: ჩიკაგოსა და კლივლენდის სიმფონიურ ორკესტრთან, ლონდონის, ლოს-ანჯელესის და ნიუ-იორკის ფილარმონიებთან... CineConcerts-ის მიერ გამართული ჩვენებები კი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ფილმებს ითვლის, როგორებიცაა: ელფი, პოლარული ექსპრესი, და ვინჩის კოდი, გლადიატორი, ნათლია, ცხოვრება მშვენიერია, Star Trek: The Ultimate Voyage, საუზმე ტიფანისთან, შობის ღამის სიზმარი...
Warner Bros./WarnerMedia Consumer Products-ის შესახებ:
WarnerMedia კომპანია - Warner Bros. Consumer Products (WBCP), მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებელს სტუდიის მფლობელობაში არსებული გასართობი ბრენდებისა და ფრანჩაიზების დაუვიწყარ პორტფოლიოს სთავაზობს. Warner Bros. Consumer Products-ი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა: DC, Wizarding World, Looney Tunes, Hanna-Barbera, HBO, Cartoon Network და Adult Swim...
WIZARDING WORLD and all related trademarks, characters, names, and indicia are © & ™ Warner Bros. Entertainment Inc. Publishing Rights © JKR. (s22)
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები