0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი” კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით „მონოლითი ჯგუფი“ კრწანისში ახალ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია სრულად მოხმარდება სამშენებლო სამუშაოებს.

 

„საქართველოს ბანკთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგვეცა. ჩვენი კომპლექსის ფართობი 12 ჰა-ზეა გაშლილი, რომელიც  საცხოვრებელ სახლთან ერთად, კომერციულ სივრცეს, რეკრეაციულ ზონას, პარკინგს, სპორტულ მოედანს, გამწვანებულ გარემოს, სარბენ ბილიკს, საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სკოლას და საბავშვო ბაღს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინები ენერგო ეფექტური იქნება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება“, - განაცხადა „მონოლითი ჯგუფის“ დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ.

 

„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე 300 ადამიანი დაასაქმა. მონოლით ჯგუფთან ერთად უკვე ცხრა წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რაც გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტ პროექტზე ვიმუშაოთ მათთან ერთად. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები