0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ერა სრულად ელექტრიფიცირებულ EX90-თან ერთად დაიწყო

ვოლვო ქარსის სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების ეპოქა  ოფიციალურად დაიწყო.

უსაფრთხოებით გამორჩეულმა ბრენდმა, შვედურმა ავტოგიგანტმა, Volvo Cars-მა ახალი მოდელი, SUV Volvo EX90 წარადგინა. ინტელექტუალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოჯახო ქროსოვერი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

მსოფლიო პრემიერა სტოკჰოლმში შედგა. SUV Volvo EX90 ვოლვოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ როუენმა ექსპერტებთან ერთად წარადგინა.

ინტერიერის დაცულობის სისტემა:

სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა ახალი, ვოლვოს ყველაზე ეკომეგობრული მოდელისათვის სპეციალური რადარი უნიკალური ტექნოლოგიით შექმნეს. სისტემა ყველაზე სენსიტიურ მოქმედებაზე, მძინარე ახალშობილის მოძრაობასა და სუნთქვაზეც კი რეაგირებს. რადარი სრულად დაფარავს ინტერიერს, საბარგულის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით უსაფრთხოების დონე ვოლვოს ავტომობილებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. სპეციალური სენსორი ავტომანქანაში რამდენიმე ადგილას არის ინტეგრირებული. გამაფრთხილებელი სიგნალი კი მანქანის დაკეტვისას ამოქმედდება. ავტომობილი არ ჩაიკეტება და საგანგებო შეტყობინებას მძღოლი ცენტრალურ ეკრანზე მიიღებს.

სრული დაცულობისთვის ინოვაციური გამოგონება კლიმატკონტროლის სისტემის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. მოწყობილობა ჩართული დარჩება, თუ სენსორი ავტომობილში ობიექტს დააფიქსირებს. 

ექსკლუზიური გამოგონება თავდაპირველად სრულად ელექტრიფიცირებულ SUV Volvo EX90-ში დამონტაჟდა. მოგვიანებით, ანალოგიური რადარით ვოლვოს სხვა მოდელებიც აღიჭურვება.

Lidar - დისტანციური სენსორული სისტემა

უსაფრთხოების ინოვაციური გამოგონება lidar უახლესი დისტანციური სენსორული სისტემაა. ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული მოწყობილობა ფეხით მოსიარულეს თუ ნებისმიერ ობიექტს 250 მეტრის რადიუსში აფიქსირებს. ტექნოლოგია თანაბრად ეფექტურია როგორც დღის, ისე ღამის მონაკვეთში.  ის არა მხოლოდ დაეხმარება და შეატყობინებს მძღოლს გზაზე მოძრავი ან არსებული ობიექტის შესახებ, არამედ სწორ მანევრირებაშიც დაეხმარება. შედეგად, ვოლვო ქარსში ირწმუნებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-მდე შემცირდება.

უსაფრთხოების პრევენციული ფარი

ვოლვო ქარსი უსაფრთხოების სისტემებს გამუდმებით აუმჯობესებს. მსოფლიო ბრენდმა მომხმარებლის გაოცება ამჯერადაც შეძლო და მორიგი უპრეცედენტო გამოგონების ავტორად იქცა.  ახალ SUV Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული კამერები და ჭკვიანი ალგორითმი მძღოლის ყურადღების ინტენსივობას გააანალიზებს. თუ საჭესთან მყოფი პირის მზერა, გზის გარდა, ხშირად სხვა მიმართულებით არის მიპყრობილი, მართვის პროცესში ჭკვიანი მექანიზმი ერთვება. ის მძღოლს საფრთხის შესახებ ატყობინებს. საჭიროების შემთხვევაში კი ამუხრუჭებს, ანელებს ან აგრძელებს სვლას იმავე ზოლში.

სპეციალური კონტექსტური პანელი და  კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი

სრულად ელექტრიფიცირებულ Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული ცენტრალური ეკრანი ნავიგაციასთან, მედიასა და ტელეფონთან მყისიერ წვდომას უზრუნველყოფს. კონტექსტური პანელი მძღოლს შესაბამის ოფციას მისი მოქმედებებისა და სიტუაციის გათვალისწინებით სთავაზობს, იქნება ეს პარკინგი, მართვა თუ სატელეფონო ზარის განხორციელება.

უფრო მცირე ზომის ეკრანია განთავსებული უშუალოდ საჭის უკან. ავტომფლობელი მისი საშუალებით რეჟიმების ცვლილებას აკონტროლებს, ამასთანავე, იღებს ინფორმაციას, რა შეიცვლება კონკრეტული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში.

ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის სენსორული სისტემის კომბინირებით, ვოლვო ქარსმა უსაფრთხოება და კონტროლი  კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. მანქანა მუდმივად ატყობინებს მძღოლს, რა ხდება მის გარშემო ან რა შედეგები მოჰყვება კონკრეტულ რეაგირებას.

შიდა სივრცე - ეკოლოგიურად სუფთა სალონი

გამორჩეულია ავტომობილის სალონში გამოყენებული მასალაც, რომელიც ვოლვოში უნიკალური ტექნოლოგიით შეიქმნა და არსად მეორდება. მას მწარმოებლებმა Nordico უწოდეს. ეს არის სკანდინავიური ღირებულებების თანამედროვე გამოხატულება, რომელიც პრემიუმ დიზაინისთვის ინტერიერის ახალ სტანდარტს განსაზღვრავს.

მის შესაქმნელად ბიოლოგიური წარმოშობის მასალაა დამუშავებული.

კაბინა აღჭურვილია FSC™-სერტიფიცირებული ხის პანელებით. საბოლოოდ, ფონური განათების დახმარებით ავტომობილში შვედური საცხოვრებელი ოთახის ატმოსფერო  იქმნება.

ამასთანავე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ინტერიერის შვიდი სხვადასხვა ვარიანტიდან თავისთვის სასურველი შეარჩიოს. თითოეული სივრცე ვოლვო ქარსის დიზაინერების მიერ სპეციალურადაა შექმნილი. 

მკაცრი კონტროლი გაიარა ქსოვილმა, რომლითაც ვოლვო ქარსის ახალი, ელექტრიფიცირებული მოდელის სავარძლებია დაფარული. გადამუშავებული PET ბოთლების გარდა, Volvo EX90-ის კონსტრუქციაში შესულია თითქმის 50 კგ გადამუშავებული პლასტმასა და ბიოლოგიური წარმოშობის მასალები.

Volvo EX90-ის წარდგენა ვოლვო ქარსის ახალი ერის დასაწყისია. ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან. უკვე 2030 წლისთვის კი მსოფლიო ბრენდი მხოლოდ  ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ვოლვოს მთავარი მიზნისკენ - გახდეს სრულად ეკომეგობრული მანქანების მწარმოებელი.

ინფორმაციისთვის: შვედურ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები