0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა

გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ თიბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები“, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.

 

აღნიშნულ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შენებას, მათ მდგრად განვითარებას, უზრუნველყოფს სამართლიანობის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, ხელს უწყობს ეფექტიან, ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს და კორპორაციულ კულტურას ყველა დონეზე - არა მხოლოდ ორგანიზაციაში, არამედ ქვეყანაში და მის გარეთ.

 

თიბისიმ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა წამოიწყო და განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თიბისის უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების  მხარდაჭერაზე. თიბისი ჩართულია მთელ რიგ პარტნიორულ პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

„ჩემთვის ძალზედ საამაყო და განსაკუთრებულია დღევანდელი აღიარება.  ეს ჯილდო არის იმის დადასტურება, რომ თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე თიბისი ხელს უწყობს მშვიდობიანი საზოგადოების და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შენებას, მათ მდგრად განვითარებას და პასუხისმგებლიანი კორპორაციულ კულტურის ჩამოყალიბებას როგორც თიბისიში, ასევე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მდგრადი განვითარებისთვის არსებითია საზოგადოებაში მშვიდობის და სოციალური თანასწორობის მხარდაჭერა. უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალურად და ადგილობრივად თანამშრომლობის და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კრიზისი პირველივე დღეებიდან, თიბისიმ უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული ომსგამოქცეული უკრაინელების  მხარდაჭერაზე, რათა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ომის შედეგებთან გამკლავების ზეგავლენა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალური ცხოვრების უწყვეტობას,“ -- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

გაეროს გლობალური შეთანხმების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ს, შვედეთისა და იაპონიის ელჩები, EBRD-ის რეგიონული დირექტორი, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი,  რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.

 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი  წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის, გაეროს გლობალური შეთანხმების, ადგილობრივ ქსელს. იგი მუშაობს საქართველოს მდგრად განვითარებაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ხელშეწყობის გზით გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესაბამისად, ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.  გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ქსელია მიზანია, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები