0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ - ერთი დღე ფინიშამდე

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ასფალტის საფარიან გზას იშვიათად შეხვდებოდით, ჭიათურაში, ავტომობილის მართვას ძმისგან მოპარული „ჟიგულით“ სწავლობდა ბელა ბურძენიძე. პირველი პირადი მანქანა კი „ნივა“ იყო. მაშინ ოფროუდის შესახებ არაფერი იცოდა.

ბელა ბურძენიძე, ოფროუდერი: „ჭიათურაში ისეთი გზები იყო, რომ ოფროუდს ჰგავდა ჩემი საჭესთან ჯდომა. იმ საშინელ გზებზე მანქანის მართვა ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად მასწავლა. ძალიან მომწონდა ავტომობილის მართვა, მაგრამ რალისტობაზე არც მიფიქრია, აზრადაც არ მომსვლია“.

სამი შვილის დედამ და ორი შვილიშვილის ბებიამ, სამკერვალო სალონის მფლობელმა და უამრავი გატაცების მქონე ბელამ მოულოდნელად ცხოვრების წესი შეიცვალა და სიმშვიდე სპორტის ყველაზე ნაკლებად მშვიდ სახეობაში იპოვა.

„შეუძლებელს რომ შეძლებ - ეს ძალიან მაბედნიერებს, მაძლიერებს შინაგანად. ოთხი წლის წინათ საფრანგეთში მომიწია ცხოვრება და ქალთა რალის დაორგანიზებას შევესწარი. ერთმა ფრანგმა შემომთავაზა, მისი პილოტი ვყოფილიყავი. დავთანხმდი. ერთადერთი ქართველი ვიყავი, რაც ძალიან მეამაყებოდა. ძალიან ძლიერ კონკურენტებთან მომიწია შეჯიბრება. გამარჯვება - ვერა, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნება და გამოცდილება ნამდვილად მივიღე. მოვიწამლე ამ სპორტით და  მას მერე ყოველ წელს ვაუმჯობესებ შედეგს. ეს თანაბრად შეუძლია კაცსაც და ქალსაც. აქ არაფერ შუაშია სქესი, აქ გამბედაობა და შენი თავის ნდობაა მთავარი. ეს ომია საკუთარ თავთან. მე ჩემს თავს გამოვუცხადე ომი - მას ოფროუდი ჰქვია. აქ უნდა გავიმარჯვო“.

საერთაშორისო პროექტმა „სათავგადასავლო რალი საქართველო“ წელს სტარტი მეოთხედ აიღო. ტრადიციულად ბელა ბურძენიძე 77-ე ეკიპაჟის პილოტია, შტურმანობას ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა უწევს.

მონაწილეთაგან არავინ იცის 1500-კილომეტრიანი დისტანციის ლოკაციები, რომელთა გასავლელად  ექვსი დღე აქვთ.

„გრძედსა და განედს გვეუბნებიან და ჩვენ უნდა მოვძებნოთ. ეს არის რთული რელიეფი. არანაირი გრუნტიანი გზა, 6 დღე უგზოობაზე, ტყეში, ღრეში, ხრიოკ გზებზე დავდივართ. რალში მთავარი შტურმანია - ჩემი თვალი, ყური, ჩემი ყველაფერი. თვალები რომ დავხუჭო, შტურმანმა უნდა წამიყვანოს.

რალი არა მანქანაზე, არამედ ჭკუასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ამითაც ჩანს, რომ სქესი არაფერ შუაშია“.

სწორედ სტერეოტიპების მსხვრევაა მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრების მიზანი. ქალთა გაძლიერებას აქტიურად უჭერენ მხარს „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“, რომელიც შეჯიბრების სპონსორია. ამასთანავე, კომპანია უკვე რამდენიმე წელია ბელა ბურძენიძისა და მისი ეკიპაჟის განსაკუთრებული გულშემატკივარია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „საერთაშორისო პროექტში ყოველწლიურად საქართველოდან სულ უფრო მეტი ქალი ერთვება. ეს ნიშნავს, რომ  სტერეოტიპი თითქოს ნელ-ნელა ინგრევა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მანქანა ქალის საქმე არ არის. ჩვენ გვინდა ქალები წავახალისოთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მივცეთ. არ არსებობს ქალისთვის „შეუფერებელი“ საქმე, პროფესია თუ ჰობი. ამას ჩვენ არაერთი კამპანიით თუ პროექტით ვუსვამთ ხაზს. ფაქტობრივად, ამ ყველაფრის გაგრძელებაა სათავგადასავლო რალი. ბელამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქალის შესაძლებლობები შეუზღუდავია და გვინდა, რომ ეს  სხვებისთვისაც მაგალითი იყოს“.

სათავგადასავლო რალს საქველმოქმედო მისიაც აქვს. ყოველწლიურად, სპეციალურად შერჩეულ რეგიონებში ეკიპაჟებს მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მოხუცებისთვის თუ ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ. წელს საჩხერის რაიონის სოფელ დარყას სკოლის მოსწავლეებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ ბრენდის ორიგინალი აქსესუარები და ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები გადაეცათ. კომპანია ახალგაზრდებს ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

„სათავგადასავლო რალი საქართველო 2022“ თბილისიდან 9 ოქტომბერს დაიწყო. 77-ე ეკიპაჟი წარმატებით ასპარეზობს და გამარჯვებისთვის იბრძვის. 

 

--

თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები