თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2022-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
2022 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
· ნებულა • Nebula - სოციალური საწარმო, რომელიც ქმნის სასწავლო ტექნოლოგიას და მსოფლიო დონის კურსებს ზოგადი განათლების საგნებში. Nebula.ge ეხმარება მასწავლებლებს სწავლებაში, ხოლო მოსწავლეებს სწავლაში.
· Virtual Story - ციფრული ინტერაქციული წიგნების აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხარებელს გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ისტორიის მსვლელობაზე.
· Convobridge – შეტყობინებების გაგზავნის ინკლუზიური აპლიკაცია, რომელსაც ინტეგრირებული აქვს ბრაილის კლავიატურა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა Impact Hub Tbilisi-ს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო ინკუბაციის პერიოდი, რომელიც დაგვეხმარა ჩვენი პროექტის საგრძნობლად განვითარებასა და წინსვლაში” - აღნიშნა მირანდა ნამიჭეიშვილმა, Social Impact Award-ის გამარჯვებული გუნდის Virtual Story-ს თანადამფუძნებელმა.
Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 100-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს.
პროგრამის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 150-მდე მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.
Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეექვსე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1500-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 45-მა ფინალისტმა გუნდმა (135 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 22 გამარჯვებული ბიზნესიდეა. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
„Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი იზრდება და კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის,” აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
„მოხარული ვართ, რომ თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაარსების დღიდანვე არის Impact Hub Tbilisi-ის მხარდამჭერი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების წახალისება. წლევანდელი გამარჯვებული გუნდების იდეები აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრას ეხმაურება, რომლებსაც ბიზნესად ქცევის დიდი პოტენციალი აქვთ,“ - ანა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის სერვის ექსპერტი.
Social Impact Award 2022 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები