0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15 სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექს  აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული ფართი განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი დოლარს შეადგენს. პროექტის ღირებულების 70%  ბანკის მიერ დაფინანსდა.  

 

„კომპლექსი ჯამში 377 აპარტამენტს მოიცავს, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენს მომხმარებელს დახვდება მრავალფუნქციური მიმღები (გასართობი და მოსასვენებელი ზონებით), საბავშვო მოედნით, სამუშაო და ბიზნეს ცენტრი, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი. ასევე, შენობის ბოლო სართულზე, ღია სივრცეში იქნება კაფე, ფიტნეს და სპა ცენტრები. პროექტის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოს ბანკი და მათ მიერ გაცემული ფინანსური რესურსი მთლიანად სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება“,- განაცხადა „გუმბათი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

 

„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი ბიზნესის დაფინანსება, რადგან ასეთი პროექტები ზრდის ტურიზმის ხელშეწყობას და აძლიერებს სამშენებლო სექტორს. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „გუმბათი ჯგუფმა“ უკვე დაასაქმა 150 ადამიანი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები