თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია „ლურჯი მოცვის“ მიერ 15.4 ჰა-ზე პლანტაცია გაშენდება. მიწის ნაკვეთის შესყიდვის მიზნით კომპანიის მიერ 205 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 1.5 მლნ ლარს შეადგენს. გამოყოფილი ინვესტიცია ლურჯი მოცვის თანამედროვე ინტენსიური საადრეო ჯიშების შესყიდვას, პლანტაციის გაშენებას, სამაცივრე მეურნეობის და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
„კომპანიის მიერ პლანტაციის გაშენების მიზნით ფართობის დამუშავება თებერვალში დავიწყეთ. ჩატარდა სერიოზული სამუშაოები ნაკვეთის გაწმენდასთან დაკავშირებით. ნაკვეთზე მიმდინარეობს 300 ტონაზე გათვლილი წყალსაცავის მოწყობა. საბოლოო ჯამში, სექტემბრის ბოლოს, ნერგების დასარგავად მთლიანი ფართობი 15.4 ჰა იქნება მზად. პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 200 ტონა მოცვის მოსავალს ველოდებით. აქტიურად ვმუშაობთ ისეთი სტანდარტების დანერგვაზე როგორებიცაა: HACCP (ჰასპი), GLOBAL GAP (გლობალ გაპი), GRASP (სოციალურ პრაქტიკაში გლობალური რისკების შეფასება), ISO 9001. მოცვის რეალიზაციის ძირითადი ბაზარი იქნება ევროკავშირი, ასევე, ექსპორტზე გავა მეზობელ და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, - აღნიშნავს ნანა ბიწაძე, კომპანია „ლურჯი მოცვის“ დირექტორი. „ვცდილობთ შევქმნათ ლურჯი მოცვის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები, რომელიც აღჭურვილი იქნება სავენტილაციო დანადგარებით, სადაც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და ფარდობითი ტენიანობა. მოცვის შოკური გაყინვა და შემდგომ მისი შენახვის ტექნოლოგია განსაკუთრებით რთულია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების კონტრაქტორ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას. აქ მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად, შენახვის ვადასაც. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 150-200 თანამშრომელი“,- დასძენს ნანა ბიწაძე.
„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ კიდევ ერთ, ეკონომიკურად გამართულ პროექტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლურჯი მოცვი“ ახორციელებს და რაც გურიაში 15.4 ჰა მოცვის პლანტაციის გაშენებას გულისხმობს. ბოლო დროის მონაცემების ანალიზით ამ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს და ის კიდევ მეტად უნდა განვითარდეს. უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. სასიამოვნოა, რომ კომპანია არ ჩერდება და სამომავლოდ უკვე დაგეგმილია საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები