თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა. „დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით.
მსოფლიოში საუკეთესო ჩაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების ინდუსტრიაში Dilmah-ის გამოჩენა ახალი დღის წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი“ - ესაა Dilmah-ის განაცხადი.
„კომპანია „ზედაზენს“ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის პროდუქტის შექმნისა და განვითარების. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. „Dilmah Tea“-სთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის მოთხოვნადი პროდუქტი. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. „Dilmah Tea“ გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. „დილმას“ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოსა და არომატს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ჩაის გემოს მოყვარულთათვის“, - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის - „ზედაზენის“ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება, სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.
“ზედაზენის მრავალწლიანმა სამეწარმეო გამოცდილებამ და სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, განაპირობა თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის ტრადიციული ღირებულებები და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი, საინტერესოდ და ქვეყნებისთვის სასარგებლოდ წარიმართება. "Dilmah“-ის საოჯახო მემკვიდრეობაში მზა ცივი ჩაის შემოტანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრედნზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაი, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად“, - განმარტა Dilmah Ceylon Tea Company“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა როშან ტისაარაჰმა.
მომხმარებელი დახლებზე Dilmah's Ready-to-Drink სერიის 3 სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს:
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
კომენტარები